დღეს ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წელს შემცირდა და 9 257 600 ლარი შეადგინა.
დღეს, 25 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. საკრებულოს დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. დღის განრიგში ბიუჯეტის დამტკიცების გარდა იყო 2021 წელს ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის დამტკიცების საკითხი.
სხდომას ესწრებოდა მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და მერიის სხვადასხვა სამსახურის ზოგიერთი მომუშავე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა მკრტიჩ მღდესიანმა წარადგინა. ბიუჯეტი განხილვის გარეშე მიიღეს, რადგან დეპუტატებმა უკვე რამდენჯერმე განიხილეს და მერიაში გადამუშავებისთვის გააგზავნეს.
დღის წესრიგის მეორე საკითხი – 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის დამტკიცება.
მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, კლიმენტ ჩთჩიანმა განაცხადა, რომ მე-3 და მე-4 ბავშვის დაბადებაზე ერთჯერადი დახმარების თანხა შეიცვალა. მე-3 ბავშვის დაბადებაზე თანხა 500 ლარამდე გაიზრდა, ხოლო მე-4 ბავშვზე- 800 ლარამდე, ასევე ყოველ მომდევნო ბავშვზე პლუს 500 ლარი.
მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა კლიმენტ ჩთჩიანმა ასევე თქვა, რომ საახალწლო დღესასწაულებზე მუნიციპალიტეტმა ფულადი დახმარება 385 ოჯახს გამოუყო, რომლის საერთო თანხა 75 000 ლარზე მეტია.
დიდი სამამულო ომის ორ ვეტერანს 500 ლარი, 35 ლტოლვილს 300 ლარი, 4 ობოლ ბავშვს 1000 ლარები, 173 ობოლს (რომლებმაც ერთი მშობელი დაკარგეს) 200 ლარები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 75 ბავშვს 200 ლარი.
დღის წესრიგში შესული ორივე საკითხი ერთხმად მიიღეს.
დეპუტატებმა მერის, იურიკ უნანიანის მისამართით დასვეს კითხვა, როდის მოგვარდება ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
მაგალითად სიმონ მანასიანი ინტერესდებოდა, სოფელ ალასტანში როდის გაიხსნება საბავშვო ბაღი, რადგან სოფელში შენობა უკვე არის და საბავშვო ბაღი შესაძლებელია ორ სოფელს, ალასტანს და კოკიას მოემსახუროს.
გენადი ელისბარიანი დაინტერესდა, თვენახევრის განმავლობაში, რატომ არ აღმოიფხვრა სოფელ ბავრაში მიმავალ გზაზე მდებარე წყალსადენზე დაზიანება.
აშოტ საარიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სარეზერვო ფონდიდან, საგანგებო სიტუაციების დროს (მაგალითად, როდესაც ვინმეს თივა, ან სახლი დაიწვება) თანხა გაჭირვებულ ოჯახებს გამოუყონ.
დეპუტატებმა ასევე შესთავაზეს მერიას მიმართოს ხელისუფლებას და მაღალმთიანი რეგიონებისთვის კომუნალური გადასახადების სახელმწიფო შეღავათების ნორმები გადაიხედოს.
მერი იურიკ უნანიანი დაპირდა, რომ ამ საკითხებს განიხილავენ და შეეცდებიან დახმარებას.