ახალქალაქის მერია “ყველაზე არაანგარიშვალდებულად” შეფასდა

ახალქალაქის მერია “ყველაზე არაანგარიშვალდებულად” შეფასდა

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI –ის მიერ ჩატარებული კვლევის “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2021 წელს“ მიხედვით, ახალქალაქის მერია მოხვდა „ყველაზე არაანგარიშვალდებული დაწესებულების” სიაში, რადგან IDFI-ის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილი 30 წერილიდან არც ერთს არ უპასუხა. ზუსტად ასეთივე ვითარებაა ნინოწმინდის მერიაშიც.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს საჯარო სამსახურებში 2020 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კვლევას.

  • IDFI-მ, ყოველწლიური მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წელს 285 სამთავრობო უწყებას ინფორმაციის 8446 მოთხოვნა გაუგზავნა, საიდანაც პასუხი 6961 განცხადებას (82%) გაეცა.
  • 8446 კითხვიდან მხოლოდ 4545-მა (54%) მიიღო პასუხი 10 დღის განმავლობაში;
  • სახელმწიფო უწყებების 28%-მა დატოვა უპასუხოდ, ან უარი თქვეს შიდა აუდიტის ანგარიშის წარდგენაზე;
  • 2021 წლის ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროა მიჩნეული.
  • კულტურის სამინისტრო და კიდევ 14-მა მუნიციპალურმა დაწესებულებამ, მათ შორის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიებმა უპასუხოდ დატოვეს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ აბსოლუტურად ყველა წერილი;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა (95,93%) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  (95,65%) სამინისტროებს, ყველაზე დაბალი კი მთავრობის ადმინისტრაციას ( 30,44%) და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (0%);

IDFI -ის ანგარიში “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2021 წელს” შეგიძლიათ ნახოთ აქ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე