დღეს კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის მხარდასაჭერად საქართველოში კიდევ 23 სასუნთქი აპარატი იყო ნაყიდი. მათგან 2 ჯავახეთის მცხოვრებლებმა შეიძინეს. ინიციატივა «საქართველო- სომხეთის მეგობარი» გრძელდება, სომხეთს ესაჭიროება სასუნთქი აპარატები, საწოლები, პირბადეები და მკურნალობის და დაცვის სხვა საშუალებები.
დღეს საქართველოში დაწყებულ სომხეთის დახმარების ინიციატივას ჯავახეთიც შეუერთდა. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ჯგუფმა- jnews.ge-მ, საკუთარი სახსრებითა და ორგანიზაციის ზოგიერთი დანაზოგით, ხელი შეუწყო ერთი აპარატის შეძენას, კიდევ ერთი აპარატი ახალქალაქიდან მაღაზია «ვლადმა» დააფინანსა. სომხეთის დახმარების ინიციატივა ჯავახეთში გრძელდება, მას სურვილისამებრ ყველა შეიძლება შეუერთდეს.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში გაიგზავნა 27 სასუნთქი აპარატი- ჟანგბადის კონცენტრატი. დღეს კიდევ 23 აპარატი შეიძინეს. კონცენტრატების ყიდვის დღევანდელ ჯგუფს საქართველოს მოქალაქეების გარდა, საზღვარგარეთიდან სომხებიც შეუერთდნენ. 12 აპარატი ლუქსემბურგის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებმა დააფინანსეს, 1- სომხებმა ბელგიიდან. 8 აპარატი ორგანიზაცია «Caritas Georgia»-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინეს და 2 აპარატი ჯავახეთის მხრიდან არის ნაყიდი.
7 ივნისს კომპანია «Aliq Media»-ს დირექტორის პაველ ოგანეზოვის შუამავლობით, თბილისში მცხოვრებმა უცხოელმა მეწარმემ სომხეთს ჟანგბადის 10 კონცენტრატი აჩუქა.
ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან კომპანიას დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ სუნთქვის აპარატები სჭირდებათ და სამინისტრო მზად არის ისინი შეისყიდოს. ასევე დაინტერესდნენ, შესაძლებელია თუ არა, სუნთქვის კიდევ რამდენიმე აპარატის შეძენა.
ამასობაში, თბილისში მცხოვრებმა სომხებმა და არა მხოლოდ მათ, მეწარმეებმა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის დახმარების სურვილი გამოთქვეს.
ქართველი ბიზნესმენების სწრაფი რეაგირების შედეგად, რომლებიც სომხეთის მდგომარეობით არიან შეწუხებულნი, რამდენიმე საათში ხელოვნური სუნთქვის დამატებით 17 აპარატი იქნა შეძენილი და რამდენიმე საათის შემდეგ ისინი, მანამდე შეძენილ 10 აპარატთან ერთად სომხურ-ქართულ საზღვარზე იდგა. საზღვრამდე მათი ტრანსპორტირების ორგანიზება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ ითავა.
აპარატები სრულიად სომხეთის ფონდ «აიასტანს» ეგზავნება, საიდანაც ინფექციურ საავადმყოფოებში ნაწილდება.
ამჟამად თბილისში, ერთმანეთის პარალელურად, სომხეთის დახმარების რამდენიმე ინიციატივაზე მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ დაიწყო საქველმოქმედო კამპანია სლოგანით “ერთი პირბადე- ერთი სიცოცხლე”.
GE03BG0000000345892183 ანგარიშზე (მიმღები: არშაკ ბადალიანი) ხალხი სომხეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის პირბადეების შესაძენად თანხას რიცხავს. თანხა ასევე ირიცხება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ საჭიროება, ან ვისაც სამსახურიდან გამომდინარე ხშირად უწევს ტრანსპორტით გადაადგილება, ან საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში იმყოფებიან.