მანიკურის ოსტატი ლილი ჩარჩიანი — საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული მანიკურის ხელოვნებაში, აპირებს თავისი ხელობა ჯავახეთში ნაკლებად შეძლებული ოჯახების გოგონებს ასწავლოს. შემდეგ კი, გოგონებმა თავად გადაწყვიტონ, როგორ იცხოვრონ და არა ცხოვრებამ.

ჯავახეთიდან სხვა ქვეყნებში წასული ადამიანები, დროდადრო  ცდილობენ სამშობლოსთვის რაიმე კარგი გააკეთონ. მაგალითად, გაჩნდა თუმასის ხიდი, რომელიც ახალქალაქს სოფელ ხულგუმოსთან აკავშირებს, სოფელ კუმურდოს ბრწყინვალე სკოლა და უამრავი სამლოცველო და ეკლესია. წარმოშობით სოფელ ეშტიიდან ლილი ჩარჩიანიც გეგმავდა ჯავახეთში ნაკლებად შეძლებული ოჯახების დახმარებას, თუმცა პანდემიამ შეუშალა ხელი.

მანიკურის ოსტატი ლილი ჩარჩიანი წარმოშობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშთიადან არის. ამჟამად რუსეთში, ტუაფსეს რაიონის სოფელ ნოვომიხაილოვსკში ცხოვრობს. ჯავახეთის მრავალი მცხოვრების მსგავსად ისიც საქართველოდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად წავიდა. ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა, დაუღალავად მუშაობდა, რომ უცხო ქვეყანაში ეცხოვრა.

«ჩვენ რუსეთში ჩამოვედით, რადგან იმ დროს ჩემი ქმრის საქმე აქ იყო, ნათესავები აქ იყვნენ. შემდეგ მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. გოგონა საქართველოს სოფლებიდან, რომელმაც ენა არ იცოდა. შემდეგ ვმუშაობდი კაფეში, ვრეცხავდი იატაკებს, ჭურჭელს, ვასრულდებდი სხვადასხვა სამუშაოს. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით … შემდეგ დამლაგებლად ვმუშაობდი, სხვადასხვა ადგილას, ფული შევაგროვე და ნოვოროსიისკში გავემგზავრე და იქ პროფესია შევიძინე. ოსტატი სომეხი იყო და მე მისი ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ. ერთი თვე ვსწავლობდი მასთან, დავბრუნდი ტუაფსეში და ნელ-ნელა დავიწყე მუშაობა», – ყვება ლილი.

 

Lili4

 

მისი თქმით, სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი მის ცხოვრებაში.

«ისე მოხდა, რომ მივიღე შემოთავაზება კონკურსში მონაწილეობაზე. ჩემი ნამუშევრები ნახეს. ისინი ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ არ წავსულიყავი, ამბობდნენ, რომ ვერ შევძლებდი, რადგან ახლახანს დავიწყე მუშაობა, ერთი წელი იყო, რაც ვმუშაობდი, ამბობდნენ, რომ იქ უფრო წარმატებული ოსტატები იქნებიან და ვერც ერთ ადგილს ვერ დავიკავებო. გადავწყვიტე, რაც არ უნდა მომხდარიყო, ნებისმიერ შემთხვევაში მონაწილეობა მიმეღო. 2019 წელს თებერვალში წავედი და 2-3 ადგილი დავიკავე. შემდეგ 2019 წელს კვლავ მივიღე მოსაწვევი თურქეთიდან – ანტალიიდან. იქ მთელი ჩვენი გუნდით წავედით. 36 ქვეყანა მონაწილეობდა. იქ პირველი ადგილი დავიკავე. მაშინ იყვნენ მონაწილეები საქართველოდანაც და ერთმა მონაწილემ საქართველოდან მაისური მაჩუქა, როცა გაიგო, რომ მე საქართველოს სომეხი ვარ», – იხსენებს ის.

თურქეთში მოგზაურობამ და პირველი ადგილის პრიზმა ლილის ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანა. ის უკვე დამოუკიდებელი ქალი იყო, რომელსაც სხვების დახმარება სურდა.

«მაშინ უკვე გადავწყვიტე, როცა თურქეთიდან დავბრუნდი, რომ გაჭირვებული ოჯახებიდან ბავშვების წინსვლა იყო საჭირო. იდეა იქიდან გაჩნდა. ყველაფერი ფულს უკავშირდება და ხშირად, ფული წყვეტს, როგორ იცხოვრონ ადამიანებბა, როცა ფული არ არის, შეუძლებელია წინსვლა. ადამიანს, რომელსაც სირთულეები აქვს გადალახული, ეს ესმის», – ამბობს ის.

 

Lili1

შემდეგ მან გადაწყვიტა საქართველოში მშობლიურ სოფელში ჩამოსულიყო და ადამიანების დახმარება აქედან დაეწყო. ამ საქმეში ახლობლები დაეხმარნენ.

«კორონავირუსამდე ჩამოვედი და შევიტანე განცხადება, რომ გაჭირვებული ოჯახებიდან ბავშვები შემეგროვებინა. უპირატესობა უნდა მიეჭოთ ნინოწმინდის და ახალქალაქის ბავშვებს. ჩემი ბიძაშვილი – ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე — დამეხმარა.  მაშინ მან მითხრა, რომ თითოეული სოფლიდან შეგვიძლია ორი ადამიანის არჩევა და მანიკურის ხელობის სწავლება. მინდოდა ოთახი გამოეყოთ, რომ ბავშვებისთვის მესწავლებინა, მასალები და ყველაფერი მე ჩამოვიტანე. ისინი უკვე შეძენილი იყო და დღემდე ჩემთან არის. თითქმის ყველაფერი უკვე ორგანიზებული იყო. შარშან ვგეგმავდი ჩამოსვლას, მაგრამ არ გამოვიდა, გზები დაიკეტა. როდესაც ყველაფერი კარგად იქნება, გზები გაიხსნება, მე აუცილებლად ჩამოვალ. მე მინდა, რომ ამ დროის განმავლობაში მიღებული ცოდნა ამ ბავშვებს გადავცე, მივცემ სერთიფიკატებს, რათა მათ პურის ფულის შოვნა შეძლონ»,- ლილი ჩარჩიანი ყვება თავის გეგმებზე.

ლილი შთაგონებით ყვება, რომ ამ პროფესიით მიაღწია ყველაფერს. ის ცოდნას გადასცემს თავის მოსწავლეებს.

«ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე. თუ შენი საქმე არ მოგწონს- ის არ გამოგივა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა ავირჩიოთ ბავშვები, ვისაც ამ ხელობის შესწავლა სურს. რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო, რომ უფრო კვალიფიციურები გახდნენ. 3 წელია ვმუშაობ და როცა კონკურსებში ვმონაწილეობ, ცალკე კურსებს გავდივარ და ახალს ვსწავლობ. ეს არის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს საკუთარ თავზე მუშაობას, რადგან სიახლეები ჩნდება», – ამბობს ის.

ლილი თვლის, რომ სირთულეებმა მისგან ძლიერი ქალი შექმნა, მის ბედზე გავლენა იქონია მშობლების ნაადრევმა გარდაცვალებამ, ადრეულმა ქორწინებამ. ახლა ის ცხოვრების გამოცდილებას შვილს გადასცემს, რომელიც 18 წლისაა და რომლისთვისაც უმაღლესი განათლება პრიორიტეტულია.

«17 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. როგორც კი სკოლა დავამთავრე, მაშინვე დავქორწინდით. ძალიან ვინანე, რომ ადრეულ ასაკში გავთხოვდი. 17 წელი არ არის ქორწინების ასაკი. ჩემი ახლანდელი აზროვნება რომ მქონოდა, უკეთესი იქნებოდა, რომ განათლება მიმეღო. რამეს უნდა მიაღწიო, შემდეგ შექმნა ოჯახი», – ყვება ლილი.

ის მოუთმენლად ელოდება პანდემიის გამო შეზღუდვის დასრულებას, რათა მშობლიურ ჯავახეთში დაბრუნდეს და საკუთარი გეგმები რეალობად აქციოს, კიდევ ერთ მიზანს მიაღწიოს, რომელიც ნაზმა, მაგრამ იმავდროულად, რკინის ქალმა დაისახა მიზნად.