ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყველა საარჩევნო ოლქისა და უბნის შედეგების მიხედვით, XI მოწვევის პარლამენტში, ე.წ. ნამდვილი ხმების მიხედვით, 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი კი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულ ოცნებასა“ და გვარამია-მელიას კოალიციაზე „ცვლილებისთვის“ იყოფა.
5%-იანი ბარიერი ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათ შორის სადეპუტატო მანდატები ასე ნაწილდება:
3 111 საარჩევნო უბნიდან 3 110 უბანი დათვლილია. გაუქმდა მარნეულის საარჩევნო ოლქის ფარგლებში არსებული ერთი საარჩევნო უბანი.
ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სახელისუფლო პარტიას გაყალბებაში ადანაშაულებს. ამ დროის მდგომარეობით, არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტი ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს – მათ მანდატებზე უარი თქმა და საარჩევნო სიების ჩახსნა დაანონსეს.