სანდოობა და მაღალი ხარისხი უმნიშვნელოვანესია სამედიცინო ლაბორატორიისთვის. ყოველი ანალიზი პაციენტის ჯანმრთელობის სურათის სიღრმისეულ და ზუსტ აღქმას ემსახურება, რაც სანდო დიაგნოზისა და ეფექტური მკურნალობის საფუძველია. ამ პრინციპით მუშაობს “მედიქალ ვორლდი” ყველა 16 ფილიალში, მათ შორის 2021 წლის ოქტომბრიდან ახალქალაქში.
ნებისმიერი შეცდომა ან კომპრომისი ხარისხში შეიძლება სერიოზულად აისახოს პაციენტის ჯანმრთელობაზე, ამიტომაც ლაბორატორიისთვის სანდოოის და ხარისხის პრინციპები შეუცვლელია
რა არის ჩვენი საიმედოობის საფუძველი მედიქალ ვორლდის ლაბორატორიაში და როგორ ვუზრუნველყოფთ მაღალ ხარისხს?
ეს სტატია სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს. მედიქალ ვორლდის ლაბორატორია აქცენტს აკეთებს უმაღლესი სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც სამედიცინო ლაბორატორიულ საქმიანობაში უზრუნველყოფს გამოკვლევების სანდოობასა და ხარისხს.
ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდი კი მზადაა, გაანალიზოს და უზრუნველყოს თითოეული შედეგის სიზუსტე, რაც საშუალებას აძლევს ექიმს და პაციენტს, მიიღოს დასაბუთებული და საიმედო პასუხი კვლევებზე.
აღსანიშნავია, რომ მედიქალ ვორლდის ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიური დანადგარებით რომელთა შორისაა Zybio Inc. ის დანადგარები, რაც საშუალებას აძლევს ლაბორატორიას სისტემატიურად და წარმატებით გაიაროს შიდა და გარე ხარისხის კონტროლი.
Zybio Inc. ცნობილია დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური პროდუქციით. კომპანია მუდმივად განაგრძობს განვითარებას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ლაბორატორიულ მედიცინაში.
ლაბორატორია თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ექსპერტებთან, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან მომსახურებას. ჩვენ ვართ ექსკლუზიური პარტნიორი Intergen-ის გენეტიკური ლაბორატორიის ანკარაში. Intergen-ის ლაბორატორია 1999 წელს დაარსდა და სპეციალიზირებულია იშვიათი დაავადებებისა და გენეტიკურ კვლევებზე, ლაბორატორია აქტიურად მონაწილეობს ახალი გენეტიკური დაავადებების აღმოჩენის კვლევებში და ეფექტური დიაგნოსტიკური მეთოდების შემუშავებაში.
მაღალი ხარისხის სტანდარტის შენარჩუნება და ყოველდღიურ რეჟიმში მისი განვითარება, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მთავარი მიზანია ეს ხელს უწყობს დაავადების დროულ და ზუსტ დიაგნოსტირებას, ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების გაუმჯობესებას.
ლაბორატორია გაფართოებას განაგრძობს და ის უკვე წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით 16 ფილიალით.
ამ ჩამონათვალში მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის ახალქალაქის ფილიალიცაა, რომელიც იზიარებს ცენტრალიზებული ლაბორატორიის პრინცპებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალქალაქის მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სტანდარტებსა და სანდო კვლევებზე.
ფილიალში მუდამ მზად ვართ განსაკუთრებული გულისხმიერებით დავხვდეთ პაციენტებს შევთავაზოთ მათ, არა მხოლოდ ზუსტი დიაგნოსტიკური კვლევები, არამედ თბილი, მეგობრული, კომფორტული გარემო და მაქსიმალურად სწრაფი მომსახურება.
ახალქალაქის ფილიალი, მისი ხელმძღვანელობა და გუნდი დიდ ყურადღებას აქცევს და მუდმივად ზრუნავს ხარისხის შენარჩუნებასა და სერვისის გაუმჯობესებაზე. მათი მთავარი მისია ადგილობრივი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს mlab.ge
მისამართი:
ქ. ახალქალაქი ნალბანდიანის # 46
ან დაგვიკავშირდით
akhalkalakim@gmail.com
596 191 100