წელს ქალაქ ახალქალაქში 3-ვე საბავშვო ბაღი რემონტდება, ასევე 1 ახალი შენდება. Jnews-ი საბავშვო ბაღებში რემონტის პროცესს დააკვირდა.
№1 და №2 საბავშვო ბაღებს ამავე კომპანია შპს „მედმშენი“ არემონტებს.
№2 საბავშვო ბაღზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. როგორც Jnews-ისთვის მიცემულ კომენტარში კომპანიის წარმომადგენელმა ანზორ ქაფიანიძემ განაცხადა, ამჟამად საძირკვლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, შიგნით კი ქვიშა ასხამენ. მისივე თქმით, სამუშაოები კანალიზაციის სისტემასთან დაკავშირებით მოულოდნელი პრობლემის გამო გაჭიანურდა.
„ზოგადად, 7-8 ადამიანი მუშაობს, ყველა ადგილობრივი. ცვლილებები არის. შენობის ქვეშ წყალი მიედინება, ამაზე დაახლოებით 2-3 თვეა ვმუშაობთ, პრობლემაა კანალიზაციის და წყალმომარაგების გადატანა. ამის შესახებ მერიას ეცნობა, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, როდის მოაგვარებს პრობლემას ახალი კომპანია, გავაგრძელებთ“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მონტაჟი/დემონტაჟის ტენდერი უკვე გაიმართა. შერჩევის/შეფასების ეტაპი ახლა მიმდინარეობს. ის ინდმეწარმე აშოტ კარახანიანმა 36 987 ლარის ოდენობით მოიგო. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადების დღიდან 30 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
ქაფიანიძის თქმით, თუ ვადას არ დაიცავენ, ტენდერის ვადა გახანგრძლივდება. ამინდის პირობებთან დაკავშირებით მან შემდეგი თქვა:
„ჯერჯერობით ვმუშაობთ, სანამ ამინდი ხელს არ შეგვიშლის, შევეცდებით ვიმუშაოთ, სანამ შესაძლებლობა გვექნება“.
№1 საბავშვო ბაღში მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ანზორ ქაფიანიძემ განმარტა, კანალიზაციისა და წყალმომარაგების პრობლემაც არის, წყალგამანაწილებელმა კომპანიამ ყველაფერი უნდა მოაგვაროს და ამის შემდეგ დაიწყება.
ქალაქ ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღები მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით გარემონტდება. 7 522 000 ლარის ოდენობის ტენდერი კომპანია „მედმშენმა“ მოიგო. ტენდერი ფასთა ნუსხის მიხედვით გამოცხადდა, ფასთა ჩამონათვალის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 830 175,19 ლარს.
წაიკითხეთ ამ თემაზე:
ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია გრძელდება