ზედიზედ მეორე წელია, 27 ოქტომბერს მასწავლებელთა ეროვნული დღე აღინიშნება. ახალქალაქის სკოლებში დღესასწაული 24 ოქტომბერს აღნიშნეს, რადგან 27 კვირაა, მანამდე კი 25 და 26 რიცხვებიც დასვენების დღეები იყო.
სხვადასხვა სკოლამ დღესასწაული სხვადასხვანაირად აღნიშნა.
საქართველოს მთავრობამ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად 27 ოქტომბერი მასწავლებლის დღედ უნდა აღინშნოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებაში მასწავლებლების როლის ხაზგასმას, მათ დაფასებას და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის გაზრდას. 27 ოქტომბერი იმიტომ აირჩიეს, რომ ამ დღეს დაიბადა ქართველი მასწავლებელი, საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.