წალკის რაიონის სოფელ ოზნში „არმატის“ ცენტრი გაიხსნა. ეს არის პირველი „არმატი“ წალკის მუნიციპალიტეტში, ხოლო მთლიანობაში სამცხე-ჯავახეთში  უკვე მე-10 საინჟინრო ლაბორატორიაა.

გუშინ, 21 მაისს, წალკის რაიონის სოფელ ოზნში ცენტრი „არმატ“ გაიხსნა.

ოზნში ArMat-ის შექმნას მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის პარტნიორობითა და ქველმოქმედ რაზმიკ ბლიკიანის ფინანსური მხარდაჭერით, ფონდი “ჯავახკის მხარდაჭერა” და “ჰოვნანიანების ოჯახის ფონდი” ახორციელებს.

„არმატის“ ცენტრებში 10-18 წლის ბავშვები, ინტერაქტიული კლასგარეშე კურსებით, საინტერესო კონკურსებითა და ინოვაციური ბანაკებით ეცნობიან მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას.

ცენტრში უკვე 60 ბავშვია. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ოფიციალური გახსნის შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება.
️️
„უახლესი ტექნოლოგიების განვითარება ყოველთვის ჩვენი ყურადღების ცენტრშია, იმიტომ, რომ ცენტრში ბავშვები სწავლობენ. ეს არის ჩვენი მე-10 ლაბორატორია, მე-9 სამცხე-ჯავახეთში და 1 ოზნში“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.