მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენის უცოდინარობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში სისტემურ პრობლემებს იწვევს. ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც უმაღლეს განათლებას თბილისში ღებულობენ, ქართულ ენას უკვე ფლობენ, თუმცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ენის არცოდნის გამო კვლავ „იტანჯება“.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით მრავალი პროექტი შემუშავდა და განხორციელდა, მაგრამ შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია. Jnews-ი ესაუბრა რეგიონის მცხოვრებლებს, რომლებმაც რიგ პრობლემებს შორის სახელმწიფო ენის არცოდნა დაასახელეს, რომლებიც პრიორიტეტულ გადაწყვეტას მოითხოვს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს წარმოგიდგენთ რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებას და პარტიის შემდგომ გეგმებს ჯავახეთში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით.
„1+4“ ძალიან კარგი პროექტია, მაგრამ უნდა დაიხვეწოს და უფრო პრაქტიკული გახდეს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენ ახალგაზრდების ხელშემწყობი პროექტი გვაქვს. როცა ახალგაზრდები სამუშაოს ძებნას იწყებენ, ეკითხებიან, გაქვთ თუ არა სამუშაო გამოცდილება? როგორ შეიძლება ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, თუ არსად უმუშავია, სამუშაო გამოცდილება ყველა ადგილას არის საჭირო.
ამგვარად, ჩვენი პროექტის მიხედვით, ახალ სამსახურში შესული ახალგაზრდის პირველი ხელფასი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ანუ როცა ახალგაზრდა სტაჟირებას დაასრულებს, დაფინანსდება როგორც სამთავრობო დაწესებულებებში, ასევე ბიზნეს-სექტორში. ახალგაზრდებს ხელშეწყობა სჭირდებათ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც არის ჯავახეთი, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი დარჩნენ იქ, სადაც არიან, დაბრუნდნენ და განვითარდნენ მშობლიურ ქალაქში ან სოფელში“.
„ენის ცოდნა არ არის იძულება, თუ ადამიანს რაღაცას აიძულებ, საპირისპირო შედეგს მოგცემს. ხალხი უნდაატარონ ისეთ გზაზე, რათა გაიაზრონ, რომ ენა უნდა იცოდნენ. იყო ასეთი შემთხვევა, რომ შეურაცხყოფა მივაყენე ადამიანს ენის არ ცოდნის გამო, მაგალითად, აფთიაქის თანამშრომელს, რადგან კლიენტი ქართულად არ ლაპარაკობდა, რუსულ ენაზე მიმართა, ხოლო თანამშრომელი გაუბრაზდა, მომუშავეს ვუთხარი, უნდა ეცადოს ისწავლოს სხვადასხვა ენა, რაც საქმეს წინსვლის საშუალებას მისცემს.
აფთიაქის მომუშავემ მიპასუხა – იმის მაგივრად, რომ მაიძულო, ჯობია მასწავლო. ბევრი საკითხია, რომლებშიც ჩვენ ვართ დამნაშავე, რომ არ ვასწავლეთ. ახალციხეში ვსწავლობდი ქართულ ენას, იქ სამუშაოდ წავედი, ყველას ვუთხარი, რომ ჩემთან ქართულად ელაპარაკათ, რომ მესწავლა, ვიცი, რომ ძალიან ცოტა ქართველი წერს ქართულად ისე, როგორც მე“.
„ერთხელ პარტიის ხელმძღვანელს ველაპარაკებოდი, ის არ არის წინააღმდეგი, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა, შეინარჩუნონ იდენტობა, ხოლო იდენტობის საფუძველი ენაა, ეს ყველამ ვიცით. ეს ცნობიერება არსებობს პარტიაში. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ენას ფლობდნენ, მაგრამ არა მშობლიური ენის ხარჯზე. თუ ენა საფრთხეს უქმნის ჩემს ენას, რატომ უნდა ვიცოდე ის?
ქართული ენა გორში ვისწავლეთ – იქ სომხები არ არიან. კახეთში ვისწავლეთ – იქ სომხები არ არიან, აწყურში ვისწავლეთ, იქაც არ არიან სომხები, ანუ სადაც ვისწავლეთ ქართული, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ქართველები გავხდებით, ეს ანტირელიგიური რამ არის, ჩვენ სომხებად ვიბადებით, მაგრამ ქართველებად ვკვდებით. მაგრამ რისთვის? გულახდილად ვთქვათ, იგივე შეიძლება ითქვას საწყალ მეგრელებზეც, მეგრელებად იბადებიან, ქართველებად კვდებიან, მაგრამ რატომ? რას ამბობენ