საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გამოაქვეყნა. რეგიონებში სულ 1408 ავარია დაფიქსირდა, რის შედეგადაც 86 დაიღუპა, ხოლო 1861 დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევები სსკ-ის 276-ე მუხლით დაფიქსირდა, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლებად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
შესაბამისად, წარმოგიდგენთ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას რეგიონების მიხედვით:
სამცხე-ჯავახეთი: 22, თბილისი: 727, აჭარა: 170, სამეგრელო-ზემო სვანეთი: 56, იმერეთი: 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 5, შიდა ქართლი: 70, ქვემო ქართლი: 107, კახეთი: 57, მცხეთა: 22 და გურია: 25.
რეგიონებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სულ 86 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების შემთხვევები მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში არ დაფიქსირებულა.
თბილისში დაფიქსირებულია 12 დაღუპვის შემთხვევა, აჭარაში – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12, იმერეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3, შიდა ქართლში – 7, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 0, 2 – მცხეთაში და 2 შემთხვევა გურიაში.
დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ 1861 ადამიანი შეადგინა.
თბილისში: 863 ადამიანი, აჭარაში: 218, სამეგრელო-ზემო სვანეთში: 85, იმერეთში: 205, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში: 11, შიდა ქართლში: 111, ქვემო ქართლში: 170, კახეთში: 87, სამცხე-ჯავახეთში: 27, მცხეთაში: 38, გურიაში 46 ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად მსუბუქი ავტომობილების მონაწილეობით მოხდა. მათი რიცხვი 791 იყო.
დაფიქსირდა 54 ავარია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, 64 სატვირთო და 240 მოტოციკლით. სტატისტიკაში კიდევ 98 ტიპის მანქანაა მოცემული.
სურათი JNEWS-ის არქივიდან