პანდემისა და კოვიდრეგულაციების პირობებში შემცირდა, როგორც საგარეო ვაჭრობა, ასევე ინვესტიციები, შეჩერდა ან დაიხურა ბევრი ბიზნესი, თუმცა ყველაზე დიდი დატყმა ტურიზმმა მიიღო, რომლის სრულად აღდგენაც 2025 წლამდე არ ელოდებიან. 2019 წელს ტურიზმის სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა $3.3 მლრდ-ს გადააჭაბრა. 2020 წლის მოლოდინი $3.5 მლრდ-ს შეადგენდა, საიდანაც $3 მლრდ-ზე მეტი დაიკარგა.
2020 წლის დეკემბერში საქართველოს 53 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 92%-ით ნაკლებია. იმავე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა 90.4%-ით 51 ათასამდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 85.8%-ით, 44 ათასამდე შემცირდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმი9ნისტრაცია ავრცელებს.
დეკემბერში ყველაზე მეტი, 20 ათასი ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, რაც 1 წლის წინანდელ მაჩვენებელთა შედარებით 75%-ით ნაკლებია, თუმცა რადგან თურქეთი დღემდე რჩება #1 სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოდ, სხვა ქვეყნების ფონზე კლების მასშტაბი შედარებით დაბალი იყო. იმავე პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 92.5%-ით, სომხეთიდან 92.8%-ით, ხოლო აზერბაიჯანიდან 96.7%-ით შემცირდა.
რეგიონების მიხედვით, თუ ევროპიდან და ამერიკიდან ვიზიტორების რაოდენობა 90-91 პროცენტით შემცირდა, აღმოსავლეთ აზიიდან, აფრიკდან და შუა აღმოსავლეთიდან ვარდნამ 98%-ს გადააჭარბა.
უშუალოდ ევროკავშირიდან განსაკუთრებით მაღალი ვარდნა დაფიქსირდა გერმანიიდან – 92%, საბერძნეთი – 93%, იტალია – 95.9%, პოლონეთი – 97.9% და ლიეტვუა – 98.2%. მართალია ლუქსემბურგიდან 100%-იანი კლევა ფიქსირდება, მაგრამ ეს 100% მხოლოდ 8 ვიზიტორს გულისხმობს.
სატრანსპორტო სფეროებიდან ყველაზე მეტად ავიაცია დაზარალდა. თუ 2019 წლის დეკემბერში საქართველოს აეროპორტების გავლით 91 565 ვიზიტორი ეწვია, 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 95.7%-ით 3905-მდე შემცირდა. თბილისის აეროპორტში 94.3%-იანი, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში კი 99.9%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას, იანვარ-თებერვლის და ნაწილობრივ მარტის ხარჯზე კლება შედარებით ნაკლებია. იანვარში ტურისტების რაოდენობა 18.9%-ით ხოლო თებერვალში 4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მარტს, მარტში მკვეთრი 62%-იანი ვარდნა აღინიშნა, მაგრამ ვარდნის ეს ტემპი მაინც საშუალო წლიურზე ნაკლები აღმოჩნდა. მთლიანობაში 2020 წელს საქართველოს 1.749 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, 81.3%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს. მოგზაურებიდან ვიზიტორი 1.515 მლნ იყო – 85.7%-ით ნაკლები, ხოლო ტურისტის 1.1 მლნ – 78.6%-ით ნაკლები. კლასიკური გაგებით ტურისტი რეალურად უფრო ნაკლები იყო, თუმცა სტატისტიკის შედგენიას გამოყენებული მეთოდოლოგიის თანახმად ტურისტია ადამიანი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტს დაჰყოფს, მაშინაც კი თუ ის დასასვენებლად არ იმყოფება.
წლიურადაც ყველაზე მეტად ავიაცია დაზარალდა. საჰაერო გზით საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 85.3%-ით 1.829 მლნ-დან 270 ათასამდე შემცირდა.
საქართველოში პანდემიამდე ტურიზმის წილი ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა. რაც უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ საქართველოს – განვითარებადის ქვეყნის მშპ თავისი ზომი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად შემცირდა, მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. თავის დროზე ტურიზმმა ეკონომიკური ზრდა დააჩქარა და პანდემიის შემდეგაც ის რაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა და ჩამოიშალა უფრო სწრაფად დაახლოებით 5 წელში აღდგება და სექტორი ეკონომიკურ ზრდაში ისევ პოზიტიურ როლს შეასრულებს.