დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, 39 პაციენტიდან 12-ს პნევმონია აქვს. მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა უფრო საყურადღებოა, მათ შორის, 2 ხანდაზმულია.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავებული, დანარჩენი ექვსი კი – სხვადასხვა საავადმყოფოში.
„ერთი გახლავთ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამი – საჩხერის სამედიცინო ცენტრის ონფექციურ განყოფილებაში, ორი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისში და დანარჩენი, ყველა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მოგეხსენებათ, რომ მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებით შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფის მიერ, რომელსაც პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.