ახალქალაქის სპორტკომპლექსის ტრენერმა არტურ ელიზბარიანმა IBA (კრივის საერთაშორისო ასოციაცია) მსაჯის ვარსკვლავი მიიღო.
გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში, 24-დან 30 სექტემბრამდე კრივის მსაჯთა გამოცდები გაიმართა. მათში მონაწილეობა ახალქალაქის სპორტკომპლექსის ტრენერმა არტურ ელიზბარიანმაც მიიღო. 15 ოქტომბერს მან გამოცდების შედეგები მიიღო, რომლის მიხედვითაც IBA ვარსკვლავი მიენიჭა.
„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მსაჯობის ლიცენზია მივიღეთ. ვიცოდი, რომ ჩავაბარებდი, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი“, – კომენტარი გააკეთა ახალქალაქის სპორტკომპლექსის ტრენერმა, არტურ ელიზბარიანმა.
1 ვარსკვლავის მიღების შემდეგ მას შეუძლია ევროპისა და მსოფლიოს ტურნირების მსაჯობა, მაგრამ მხოლოდ იუნიორებს შორის. მისი თქმით, ის აუცილებლად შეეცდება სამივე ვარსკვლავის მოპოვებას.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავების მიღების შემთხვევაში, მოსამართლე იღებს უფლებას მსაჯობა გაუწიოს ბრძოლებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამგვარად, 1 ვარსკვლავის მქონე მსაჯს შეუძლია მსაჯი იყოს A კლასის ტურნირებზე ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ იუნიორებს შორის. 2 ან 3 ვარსკვლავიან ტრენერებს შეუძლიათ მსაჯი იყვნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე როგორც იუნიორებს შორის, ასევე მოზრდილებში.
საქართველოში დღევანდელ დღემდე ვარსკვლავის მქონე მსაჯი არ ყოფილა. საქართველოში სულ 14 მსაჯია, მხოლოდ 5 მსაჯი იყო მიწვეული გერმანიაში გამოცდების ჩასაბარებლად, მათ შორის არტურ ელიზბარიანი. 5-ვე მსაჯმა ვარსკვლავი მიიღო.
აღვნიშნავთ, რომ არტური რამდენიმე წლის განმავლობაში მსჯელობდა საქართველოს კრივში ჩემპიონატებს და მსაჯთა შორის პირველ ადგილს იკავებდა.