აქტიური, განათლებული ახალგაზრდები ძირითადად გაურბიან პოლიტიკურ პარტიებს და არ თანამშრომლობენ მათთან. მეორე მხრივ, ბევრი პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ აქტივისტებს შორის ბევრი ახალგაზრდაა. Jnews-მა ახლახან უნივერსიტეტ დამთავრებული ახალგაზრდების წარმომადგენლებს ჰკითხა პარტიებთან თანამშრომლობის (არა)სურვილის მიზეზების შესახებ, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ჯავახეთის 5 აქტიური პარტიის წარმომადგენელს ჰკითხა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის შესახებ.
ჯავახეთში სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად პასიური რჩება. გამონაკლისი არც ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებით პოლიტიკური პასიურობის კუთხით. პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს შორის იშვიათია საქართველოს უნივერსიტეტებში განათლებული აქტიური ახალგაზრდების ნახვა.
Jnews-მა ახალგაზრდებს, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს უნივერსიტეტი, ჰკითხა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის სურვილის შესახებ.
ვარდუი კურგინიანმა უნივერსიტეტი წელს დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. ის არის ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან, ბაკალავრის დიპლომი ახალქალაქში მიიღო, სწავლა თბილისში განაგრძო. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისადმი უხალისობას ის ასე ხსნის:
„პოლიტიკა ჩემი ადგილი არ არის, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არ ვიქნები ისეთი ადამიანი, როგორადაც ვისურვებდი საკუთარი თავის დანახვას, არ მინდა თბილისიდან დაბრუნება, აქ ნორმალურ სამსახურს ვერ ვიპოვი“, – ამბობს ვარდუი კურგინიანი.
ჟენია მკრტჩიანი ქართული ენის ფილოლოგია, სწავლის დასრულების შემდეგ სამსახური იპოვა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა თავს პოლიტიკაში.
„მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ბავშვობიდან მესმოდა, ბაბუაჩემი ყოველთვის ამბობს, რომ პოლიტიკაში სიმართლე არ არის, არის სრული სიცრუე, და არც კი მიფიქრია, რომ შემეძლო ამაში მონაწილეობა“.
ფენია თოროსიანი ასევე ქართული ენის ფილოლოგია, მან თბილისში დაამთავრა უნივერსიტეტი და ახლა აქტიურად ეძებს სამუშაოს. თუმცა, ის არასოდეს წარმოიდგენდა თავს პოლიტიკაში.
ლიდა ალმასიანმა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, თავს ზუსტად პოლიტიკაში წარმოიდგინა, ეს საქმე ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ახლა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის განსაკუთრებული სურვილი არ აქვს.
„პოლიტიკაზე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ვნახე, რომ რეალობა სხვაა, პოლიტიკა სულ სხვაა“, – ამბობს ლიდა ალმასიანი.
იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჯავვახეთში წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურები არიან, ახალგაზრდების მათთან თანამშრომლობის სურვილზე საკუთარი მოსაზრება აქვთ.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკოლოზ ბეგიაშვილი ამბობს, რომ ისინი აქტიურად ეძებენ ახალგაზრდებს, თუმცა მათ პარტიაში არანაკლები ახალგაზრდაა.
„ჩვენ გვყავს ახალგაზრდები ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან. გვქონდა ბანაკი და სამცხე-ჯავახეთიდან 9 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, ისინი აქტიურები იყვნენ, მათ თავად სურდათ მონაწილეობის მიღება. ახალგაზრდები, რომლებსაც პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ აქვთ, იხდიან გადასახადებს და უკვე მონაწილეობენ კანონში, რომელიც პოლიტიკოსების მიერ არის შექმნილი. ახალგაზრდობამ იცის პრობლემის შესახებ, და უნდა შეუერთდნენ პარტიებს და გაატარონ რეფორმები. თუკი ახალგაზრდები პოლიტიკაში არ იქნებიან, მუდამ ერთი და იგივე სახეები იქნება, ახალგაზრდობამ უნდა შეცვალოს მომავალი. არჩევნები ტარდება, რომ ახალი ადამიანები მოვიდნენ და ძველები ჩაანაცვლონ“, – თქვა ნიკოლოზ ბეგიაშვილმა.
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სოფიკო ხორგუანი ამბობს, რომ ეძებს ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესდებიან პოლიტიკით და, მისი თქმით, ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდები პოლიტიკას შორდებიან.
„მე ვფიქრობ, რომ მიზეზი არის პოლიტიკის მიმართ უნდობლობა და ამას აქვს თავისი მიზეზი. ძალიან ხშირად ისინი დაპირებებს იძლევიან და იკარგებიან და მათ ვეღარ პოულობ. ისეთი გაცდაა, რომ პოლიტიკის ნდომა არ შეიძლება, და ხალხი პოლიტიკაში ფულის შოვნის მიზნით მიდის. სამწუხაროდ, ეს ასეა. ჩვენ ახალგაზრდული ორგანიზაცია გვაქვს. ახალქალაქიდან 2-3 ადამიანმა მოგვწერა. ახლა ხალხს ვეძებ, რომლებსაც პოლიტიკით დავაინტერესებ, რომლებიც 2025 წელს ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკოსების სახით მიიღებენ მონაწილეობას“, – თქვა სოფიკო ხორგუანმა.
ახალქალაქში პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის თქმით, მათი პარტიის 30% ახალგაზრდები არიან.
„განათლებული ახალგაზრდები იგნორირებული არიან, თუ ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ უფრო მეტ ადგილს დავუთმობთ ახალგაზრდებს. ჩვენი კომისიის წევრებიდან 124 ახალგაზრდაა. პარტიაში ახალგაზრდა ადამიანების 30% 30 წლამდე ასაკისაა. ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით, სოფლებში უნდა ვიაროთ, თითოეულ სოფელში რამდენჯერმე შესავლაა აუცილებელი, ჩვენ ფინანსები ნაკლები გვაქვს“,- თქვა ზაქარ ზაქარიანმა.
პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი, რომელიც პარტიული სიების კანდიდატია, ამბობს, რომ ადგილობრივი პარტიული ჯაჭვის 60% ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან ახალგაზრდები არიან.
„ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ ახალგაზრდები სწავლის შემდეგ დაბრუნდნენ და იმუშაონ, ჩვენთან 50 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე ერთი და იგივე ადამიანები არიან. ამაში მოქმედი ხელისუფლებაა დამნაშავე. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა სწავლის შემდეგ სამსახური იპოვონ. ახლა ახალგაზრდებმა არა მხოლოდ სახელმწიფო ენა იციან, არამედ ინგლისური, ფრანგული. ჩვენ ყველა სპეციალისტი გვჭირდება, არცერთი სპეციალობა ბევრი არ შეიძლება იყოს. ჩვენ გუნდში არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ, არიან ისეთებიც, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, და გვეუბნებიან, რომ ამ ხელისუფლებისგან დაიღალნენ, და შეცვლაა საჭირო“,- თქვა არსენ კარაპეტიანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი ამბობს, რომ რეგიონის ახალგაზრდების უმრავლესობა მათ პარტიაშია.
„კონკრეტული ციფრის დასახელება არ მინდა, შეიძლება შევცდე, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდების უმრავლესობა ჩვენთანაა, პროცენტული თანაფარდობითვერ ვიტყვი, რაიონის ყველა ახალგაზრდა, რომელსაც აქვს ჯანსაღი აზროვნება, ჩვენს გვერდში დგას. თქვენ იცით, რომ ჩვენთან სამუშაო ადგილები შეზღუდულია. ბოლო წლებში თანამშრომლების აყვანის შესაძლებლობა არ გვქონდა, და ძირითადად ახლგაზრდები ავიყვანეთ, აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ. ბოლო დროს მერიის ყველა სამსახური ახალგაზრდა ადამიანებით ჩაინაცვლა. წინასაარჩევნო პერიოდშიც ძირითადად ახლგაზრდებთან გვაქვს ურთიერთობა, მათი გამოვლენა გვინდა, რათა მომავალში ამ ადამიანების დახმარება შევძლოთ“,- თქვა მელქონ მაკარიანმა.