პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
სესიის დახურვას მინისტრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, რომელმაც მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ამასთან, მომავალი კვირიდან – 3 ივლისიდან პარლამენტში რიგგარეშე სხდომები გაიმართება. რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაპრეზიდენტს უკვე მიმართა.