საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, გეოპოლიტიკის შემობრუნებაზე და სხვა მრავალზე Jnews-ი ფილოსოფოსს და პოლიტოლოგს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს და კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარეს გია ნოდიას ესაუბრა.
სულ ცოტა ხნის წინ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათ მხარდამჭერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე მხოლოდ ლგბტ თემის მხარდამჭერები დადიან და აზიარებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებშიც აქციის მონაწილეები „არასასიამოვნოდ“ არიან გაშუქებულნი. გუშინ ოცნების მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელებში ვირუსულად დაიწყეს პლაკატის “არა რუსეთის კანონს, დიახ ევროპას, დიახ გამჭვირვალობას” ვირუსულად გავრცელება, რა არის ასეთი ცვლილებების მიზეზი?
– ლგბტ კამპანია უფრო წინასაარჩევნო მეთოდი იყო, მათ მიაჩნდათ, რომ სასარგებლო იქნებოდა ამ თემის წამოწევა, თითქოს ტრადიციული ღირებულებების მომხრეები იყვნენ. მაგრამ „რუსული კანონი“ უფრო სტრატეგიული პროექტია, რადგან ის გულისხმობს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემატურ ჩაგვრას და, ამავდროულად, გეოპოლიტიკური კურსის შეცვლას, ვინაიდან დასავლეთი მტრად არის გამოცხადებული. ასე რომ, ეს კანონი თავისთავად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო განცხადება, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთში აირია, უკრაინაში მებრძოლი ქართველები და სპეცრაზმზე თავდასხმა და კიდევ ბევრი რამ?
– ეს თავიდანვე ივანიშვილის პარანოია იყო, ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღეებიდან ამბობდა, რომ სააკაშვილს უნდა გადატრიალება, რევოლუცია და ეს მოტივი მუდმივად მეორდებოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილს ნამდვილად აქვს აკვიატებული, რომ დასავლეთს სურს მოაწყოს რევოლუცია საქართველოში, გადატრიალება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, ამიტომ ივანიშვილმა ამ კანონით პირდაპირ გამოთქვა მოსაზრება. და რა თქმა უნდა არის დაშინება ყველა პარამეტრის მიხედვით. მთავრობა რაღაც შავ სიებს განსაზღვრავს, ფეისბუქზე გამოაქვეყნებს იმ ადამიანების სახელებს, ვინც რაიმე დაალაიქა. ხალხს სახლში უეკავენ და ლანძღვანე, ამიტომ ხელისუფლება დაშინების ყველა მეთოდს იყენებს.
„ოცნების“ საინფორმაციო კამპანიებში სოციალურ ქსელებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე მუნიციპალური დაწესებულებების წარმომადგენლები. ბოლო პოსტერის შემთხვევაში, რომელიც გუშინ გავრცელდა, უფრო მეტი ადამიანი იყო დაკავშირებული ამ კამპანიასთან, ვიდრე ადრე, როგორ ფიქრობთ, რატომ?
– პროტესტის (კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები) მასშტაბები იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მათ ეგონათ. მოქმედებებთან ერთად ისინი ამუშავებენ ახალ მოქმედებებს და, ალბათ, სხვა რამესაც მოიფიქრებენ.
შესაძლებელია თუ არა პროგნოზირება, მიიღებს თუ არა პარლამენტი ამ კანონს?
– პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ახლა ისე იქცევიან, რომ ამ კანონის მიღება უნდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი შეჩერება ამ კანონის მიღებაში ძალიან რთული იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერია. მაგრამ ეს კანონი რომც მიიღონ, დაძაბულობა მაინც შენარჩუნდება.
როგორც კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, ისე ევროპული ინსტიტუტების მრავალი საკვანძო წარმომადგენელი ამბობენ, რომ საქართველო ევროპას შორდება და საგარეო პოლიტიკურ კურსს ცვლის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ არ სურთ ქვეყნის ომში ჩათრევა. როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?
– რეალურად ვერ ვიტყვი, რისი სჯერა ბიძინა ივანიშვილს, ვფიქრობ, რომ მას რეალურად სჯერა გლობალური ომის პარტიის ამ იდეის, რომ არის დასავლეთის მხრიდან ფარული ინტრიგები და რომ უნდათ საქართველოს ომში ჩათრევა. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა, მაგრამ მას ალბათ სჯერა. ადამიანებს ზოგჯერ სისულელეებისაც სჯერათ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. კონტაქტები შემცირდება. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დემონსტრაციული ქმედებები საქართველოს მხრიდან და ბუნებრივია, რომ ევროკავშირი რეაგირებას მოახდენს.
იმოქმედებს თუ არა „ქართული ოცნების“ რეიტინგზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები?
– ჩვენ ჯერ არ გვინახავს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა ამ პროტესტს და კანონისადმი დამოკიდებულებას. ასე რომ, ჯერ ნაადრევია ამაზე მსჯელობა, მაგრამ ბუნებრივი იქნება ვივარაუდოთ, რომ რაიმე სახის გავლენა იქნება, მაგრამ კონკრეტულად როგორი ვერ გეტყვით.