თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე ბინა სრულად დაიწვა. ცნობილია ისიც, რომ ძლიერი დაკვამლიანების შედეგად, ორი მეზობელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ნაძალადევის რაიონში, სადაც ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანეს.