“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გიორგი გახარიას გადადგომას ტაშით შეხვდნენ. ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ “საქართველოს გაუმარჯოს”, “ ეს არის ეროვნული მოძრაობა”.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილებმა ეზოში საქართველოს დროშები გაშალეს. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას აღნიშნავენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტით გახარაიმ ხელისუფლების მოსალოდნელ ქმედებებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.