თბილისელი სომხების ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით “ჰაიარტუნის” ცენტრში ყარაბაღელი სომხების დახმარების ცენტრი გაიხსნა.

ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულებისთვის, როგორც მატერიალურად, ასევე ახალდაბადებულებიდან 14 წლამდე ბავშვებისთვის ახალი, გამოუყენებელი, ზამთრის ტანსაცმლით დახმარება, შეუძლიათ “ჰაიარტუნ” ცენტრში, შემდეგ მისამართზე – თბილისი, არზნის ქ. 18, მიიტანონ, ყოველდღიურად 10:00-დან 19:00 საათამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ ბევრისთვის უფრო მოსახერხებელია ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, ქვემოთ მოცემულია საქართველოს სომხური სათვისტომოს პრეზიდენტის არტურ მირზოიანის ანგარიშის ნომრები, რომელზედაც შესაძლებელია თანხის გადარიცხვა.

Bank of Georgia:
GE85BG0000000676628600
TBC Bank:
GE60TB4949545063622478

დაფინანსების დეტალების გასაცნობად Jnews-ი ესაუბრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ თავმჯდომარეს არტურ მირზოიანს და „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორს ევგენია მარკოსიანს.

„ხალხი უფრო ხშირად ფულს რიცხავს ანგარიშზე და ჩვენი გვერდი რეგულარულად აქვეყნებს გადარიცხული თანხის სურათებს სხვადასხვა საუბრებისა და წარსული გამოცდილების საფუძველზე. ამჟამად თუ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალი აქტივობა იგრძნობა, სიმართლე არ იქნება. შეგროვებულ თანხას და ნივთებს ჩვენი ჯგუფი პირადად გადასცემს იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლიათ ჩვენთან ერთად მოვიდეს სომხეთში და პირადად მიაწოდოს დახმარება ოჯახებს. ამჯერად ყურადღება გავამახვილეთ საერთო საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ ოჯახებზე, რადგან ასეთ პირობებში მცხოვრები ოჯახები სოციალურად უფრო დაუცველები არიან და მეტი დახმარება სჭირდებათ“, – აღნიშნა არტურ მირზოიანმა.

“ჰაიარტუნ” ცენტრის დირექტორის, ევგენია მარკოსიანის თქმით, მომავალ კვირას უკვე შეგროვებული დახმარება სომხეთს გადაეცემა და წინასწარი შეთანხმებით თითოეულ ოჯახს 500 დოლარი გადაეცემა.

„როცა დავინახეთ, რომ იყო საჭირო დახმარება, შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ რა უნდა გაგვეკეთებინა და გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი ეკლესიის მფარველობით გაგვეკეთებინა, რადგან ეკლესიის პატრონაჟით მეტი ნდობაა. ამჯერად, 2020 წელთან შედარებით, სომხებს შორის აქტივობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა ერების წარმომადგენლები აქტიურობენ. გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა მხოლოდ ახალი ტანსაცმელი, ასევე დავაწესეთ ასაკობრივი ზღვარი 14 წლამდე, მსურველებს 10 საათიდან საღამოს 19 საათამდე ბავშვებისთვის თბილი ზამთრის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მოტანა შეუძლიათ.

რაც შეეხება დანარჩენს, დახმარებას, რომელსაც ჩვენ ოჯახებს გავუწევთ, შეძენილი იქნება ადგილზე, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემები საზღვარზე და გადასახადებზე“, – თქვა ევგენია მარკოსიანმა.

დავამატებთ იმასაც, რომ 7 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში 15 000 აშშ დოლარი იყო შეგროვებული.