საქართველოში ყოველ 288 წუთში ერთი ემიგრანტი ფიქსირდება, ანუ მიგრაცია დღეში 5 ადამიანს შეადგენს. ამის მიუხედავად, ქვეყანაში, სომხეთთან შედარებით, მიგრაციის დაბალი მაჩვენებელია.
მონაცემებს world population review მოსახლეობის შეფასებებისა და პროგნოზების შესახებ გაეროს 2024 წლის რევიზიის, World Population Prospects-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსახლეობა 2 ოქტომბრის მდგომარეობით 3,807.583 ადამიანს შეადგენს, რაც შარშანდელზე 0.06%-ით მეტია. ანალოგიურ მატებას 2025 წელსაც პროგნოზირებენ, თუმცა 2030 და შემდეგ წლებში მზარდი ემიგრაცია და შობადობის კლება მოსახლეობის მუდმივ შემცირებას გამოიწვევს. მაგალითად, 2030 წელს საქართველოს მოსახლეობა ერთ წელიწადში 0.08%-ით შემცირდება.
რაც შეეხება სომხეთს, იქ მიგრაციის მხრივ რთული მდგომარეობაა. კერძოდ, ყოველ 17,57 წუთში ერთი ემიგრანტი ფიქსირდება, ხოლო დღეში ქვეყანას 82 ემიგრანტამდე ჰყავს. ბოლო მონაცემებით, სომხეთში 2,968.383 ადამიანი ცხოვრობს, რაც, 2023 წელთან შედარებით, 0.48%-ით მეტია. 2025 წელს ოდნავ ნაკლები, 0.42%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული, თუმცა 2030 წელს, პირიქით, მოსახლეობა 0.69%-ით შემცირდება, რაც შემდეგ წლებშიც გაგრძელდება.
ამის შესახებ bpn.ge იტყობინება