განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე მთავრობის მეთაურმა ალექსანდრე წულაძე წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა. ამის მიზეზად კი, კერძო სექტორში დაბრუნება დაასახელა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.