საქართველოში 2025 წლიდან სკოლებში საბაზო განათლების დონე ერთი წლით გაიზრდება და 4-წლიანი გახდება, ხოლო საშუალო განათლების დონე არსებული 3 წლის ნაცვლად 2 წელი იქნება. კერძოდ, საწყისი დონე 6 წელი იქნება: I-VI კლასები, საბაზო – 4 წელი: VII-X კლასები და საშუალო სკოლა – 2 წელი: XI და XII კლასები. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საბაზო საფეხურის გასავლელად მოსწავლემ უნდა დაასრულოს არა მე-9 კლასი (როგორც აქამდე), არამედ მე-10 კლასი.
აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს მე-9 კლასში ისწავლიან.
როგორც კანონიდან ირკვევა, სტუდენტები, რომელთაც სტატუსი შეუჩერდა X კლასში ზოგადი საშუალო განათლების საფეხურზე, 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით და რომლებმაც ეს სტატუსი 2025-2026 სასწავლო წლიდან აღადგინეს, სწავლას XI კლასის საშუალო განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.