ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, 2024 წლის 22 აგვისტოს, საკრებულოს დეპუტატები 2 184 145 ლარის ოდენობით სამუშაოების შესრულებაზე შეთანხმდნენ.

22 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე დეპუტატები შეთანხმდნენ თანხების გამოყოფაზე შემდეგი სამუშაოებისთვის:

1. სოფელ კოთელიაში სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაციისთვის – 100 000 ლარი.
2. სოფელ პატარა სამსარში სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაციისთვის – 150 000 ლარი.
3. სოფელ კორხში საბავშვო ბაღში სამუშაოების ჩასატარებლად – 300 000 ლარი.
4. სოფელ დილისკას ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაციისთვის – 170 000 ლარი.
5. სოფელ ზაქში ფეხბურთის მოედნის ასაშენებლად – 120 000 ლარი
6. სოფელ ბარალეთში ფეხბურთის მოედნის ასაშენებლად – 130 000 ლარი.
7. სოფელ ბავრაში სათამაშო მოედნის ასაშენებლად – 50 000 ლარი
8. მე-14 ქალაქში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისთვის – 50 000 ლარი.
9. კეცხოველის N1-ში სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის – 50 000 ლარი.
10 მარგარიანის ქუჩა N47-ში მდებარე შენობების დემონტაჟისთვის – 150 000 ლარი.
11. სოფელ მაჯადიაში ტრენაჟორების მოედნის ასაშენებლად – 60 000 ლარი.
12. სოფელ ოლავერდში საფეხბურთო მოედნის ასაშენებლად – 109 529 ლარი.
13. N1 ყოფილი სამხედრო ქალაქის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისთვის – 207 825 ლარი.
14. მუნიციპალური გზებიდან თოვლის გასაწმენდად – 100 000 ლარი
15. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დახმარებისთვის – 30 000 ლარი.
16. სოფელ თოთხამში ახალი წყალმომარაგების ხაზის მშენებლობისთვის – 200 000 ლარი.
17. თამარ მეფის ქუჩის საწყისი ნაწილის კიბის კეთილმოწყობისთვის – 60 000 ლარი.
18. სოფელ ოკამში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის – 80 000 ლარი.
19. სოფელ ბარალეთის მონასტრის კეთილმოწყობისთვის – 36 791 ლარი.
20. სოფელ იხტილას მცხოვრებლებისთვის დასასვენებელი ზონის ასაშენებლად – 180 000 ლარი.
21. N2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მდებარე საკანალიზაციო სისტემის გადასატანად – 50 000 ლარი.

2024 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით ასევე გამოიყო შესყიდვები და სხვა ხარჯები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, შესაძლოა, გარკვეული სამუშაოები მომავალ წელს გადაიტანონ, თუკი წელს ვერ მოასწრებენ დასრულებას.