27 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდურაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო ველები დააზიანა. მიყენებული ზარალი ჯერ არ არის შეფასებული. ვითარების გამოძიება მიმდინარეობს.

 

საღამოს სოფელში სამინისტროს ბრიგადა მუშაობდა და სახლებიდან წყალი შეძლებისდაგვარად ამოიღო.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის გრიგორ შამილიანის განცხადებით, 28 აგვისტოს დილიდან დაიწყეს ზარალის შეფასების პროცესი. ზიანი ყველასთვის განსხვავებულია. ზოგი უფრო მეტად განიცდიდა, ზოგი ნაკლებად.

„დაზუსტებით ვერ გეტყვით ზარალის ოდენობას, რადგან ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, სეტყვამ წყლის დინება გადაკეტა და მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები და ბეღლები დატბორა. მოკვდა 3 ძროხა. დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო მინდვრებიც“, – განაცხადა გრიგორ შამილიანმა.