ჯავახიშვილი-თავისუფლებას გზაჯვარედინზე შუქნიშანი რამდენიმე დღეა არ მუშაობს. შუქნიშნის შეკეთებამდე მძღოლები ამ მონაკვეთზე გზას ერთმანეთს უთმობენ, მძღოლები საგზაო მოძრაობის წესების შსაბამისად მოძრაობენ.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, როდის ამუშავდება შუქნიშანი და ვინ დაკავდება ამ საკითხით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა ფამბუხჩიან მნაცაკანმა გვაცნობა, რომ პრობლემის შესახებ იციან და ინფორმაცია შესაბამის კომპანიას გადასცეს.
„რა თქმა უნდა, გაუმართაობის შესახებ ვიცით, კომპანიას ვაცნობეთ, რომელიც ამ საკითხებით არის დაკავებული. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება, დიდი ალბათობით შუქნიშანი ორშაბათს ან სამშაბათს ამუშავდება“,- გვაცნობა მან.
ცნობისთვის აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქში შუქნიშნის საკითხებით დაკავებულია კომპანია „გზაჯვარედინი“.
შეგახსენებთ, ახალქალაქის მერიამ აღნიშნულ კომპანიასთან ქალაქში შუქნიშნებთან დაკავშირებული გაუმართაობების აღმოფხვრასა და მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.