წელს საქართველოში ოფიციალურად ღარიბი ოჯახების რაოდენობა შემცირდა. საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით,ჯავახეთში ნაკლები ღარიბი ოჯახია, საერთო მიზეზების გარდა, რეგიონში, სადაც ეთნიკურად სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ, არის სპეციფიკურიც.

მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარებას. პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება სარეიტინგო ქულის მიხედვით გამოიყოფა. თუმცა, ეს დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხშირად არა საკმარისი ყოველდღიური მინიმალური საკვები პროდუქტებისთვის.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა ნაკლებია, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. 2023 წლის მაისის მონაცემებით, ახალქალაქში სოციალური შეღავათები მხოლოდ 763-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო, ხოლო ნინოწმინდაში კი 446 ოჯახმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა დემოკრატიული ცვლილებისთვის“ თავმჯდომარის, ტიგრან ტარზიანის თქმით, ვინც ამ საკითხს, როგორც ახალქალაქში, ასევე ნინოწმინდაშიც იკვლევდა, სიტუაცია არ არის ისეთი მკაფიო, როგორც სახელმწიფოს მიერ მოწოდებული მონაცემები აჩვენებს.

„სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს, დაახლოებით 2023 წლის მაისის მონაცემებით ახალქალაქში მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 8.1% იღებდა სოციალურ დახმარებას, მაშინ როცა ნინოწმინდაში ეს მაჩვენებელი 16.9% იყო. მიზეზები, ჩემი კვლევის მიხედვით, რამდენიმე იყო: ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობაში ხელმისაწვდომ ენაზე ინფორმაციის ნაკლებობა არსებობს, მეორე მიზეზი არის მოქალაქეობის დაკარგვის პრობლემა, ეუბნებიან, რომ თუ მოქალაქეობა არ აქვთ, მაშინ არ აქვთ დახმარების მიღების უფლება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით, თუ თქვენ „სხვა ქვეყნის მოქალაქე ხართ და ცხოვრობთ ბინადრობის ნებართვით, მაშინ გაქვთ სოციალური შეღავათების მიღების უფლება. მესამე მიზეზი არის მიწა, მოსახლეობას აქვს მიწა 70 მეასედიდან 1 ჰექტარი 25 მეასედამდე, რასაც სოციალური სამსახური უარყოფის მიზეზად თვლის“, – ამბობს ტიგრან ტარზიანი.

ერთი შეხედვით, ჯავახეთის მოსახლეობას სახელმწიფოს დახმარების იმედი არ აქვს და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას ცდილობს, ანუ მოსახლეობის ნაწილი მიწათმოქმედებით არის დაკავებული, ნაწილი მესაქონლეობით და დიდი ნაწილი სამუშაოდ სხვა ქვეყნებში (ხოფანი) მიდის. თუმცა, ტიგრან ტარზიანის თქმით, რეალურად გაცილებით მეტი ღარიბია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ვიდრე სოციალურ სტატისტიკაშია წარმოდგენილი.

„დღევანდელ პირობებში რუბლის კურსი იმდენად დაბალია, რომ 5 წელთან შედარებით, რასაც ადრე მუშაობდნენ, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ახლა, თუმცა თანხა რუბლებში იგივეა. თუ რეალურად გადავხედავთ სოფლებში არსებულ მდგომარეობას და სოციალური მომსახურების სტატისტიკას შევადარებთ- ეს მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. ეს ვითარება არ არის დამოკიდებული მოსახლეობის ფულის შოვნის სურვილზე, რადგან ჩვენი მოსახლეობა შრომისმოყვარეა, ისინი ცდილობენ იმუშაონ და უზრუნველყონ კარგი პირობები ოჯახებისთვის“,- ამბობს ის.

ტიგრან ტარზიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა, მათ შორის იმასაც,თუ როგორ ნაწილდება სახელმწიფო სარეიტინგო ქულები.