8 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მელიქიძის ხსოვნას მიაგეს პატივი. 16 წლის წინ, 6 აგვისტოს, მელიქიძე ნებაყოფლობით წავიდა საბრძოლო ზონაში და 9 აგვისტოს დილით დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

მისი ხსოვნის საპატივცემოდ სოფლის სასაფლაოზე ახლობლები, ოჯახის წევრები, თანასოფლელები და ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ესწრებოდნენ მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი.

3

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მანველიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:

„როგორც იცით, 2008 წლის ომის დროს ჩვენმა მამაცმა შვილებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსათვის. გვყავს ჩვენი მუნიციპალიტეტის გმირი სოფელ კოთელიადან, თამაზ მელიქიძე, რომელმაც სიცოცხლე გაიღო დღევანდელი სამყაროსთვის. უპირველეს ყოვლისა, ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას და მინდა, პატივი მივაგოთ ყველა გმირს“.

1

გარდაცვლილის ოჯახს თამაზ მელიქიძის ძეგლის დადგმა სურს. გასულ წელს ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ელექტრონული ტენდერი სამჯერ გამოცხადდა, თუმცა მონაწილეთა არარსებობუს გამო ტენდერი არ შედგა.

„სოფელ კოთელიაში არის სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი, შარშან ორ-სამჯერ გამოვაცხადეთ ელექტრონული ტენდერი ამ ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მაგრამ მონაწილეები არ იყვნენ, იყო ტექნიკური პრობლემები. ახლა ახალი პროექტი მოვამზადეთ, ცვლილებები შევიტანეთ და ისევ გამოვაცხადეთ ტენდერი. ხვალ ბოლო დღეა. მონაწილეობის არსებობის შემთხვევაში, წელს ტერიტორია კეთილმოეწყობა.

სოფლის მცხოვრებლებს საკუთარი სახსრებით სურთ ამ მემორიალთან თამაზ მელიქიძის ბიუსტის დადგმა, რათა მის საფლავზე წასვლის ნაცვლად ხალხი სოფელში შეიკრიბოს და პატივი მიაგოს“, – თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

2

თამაზ მელიქიძე დაიბადა 1976 წელს სოფელ კოთელიაში, სწავლობდა სოფლის საშუალო სკოლაში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში შევიდა. 2008 წლის 9 აგვისტოს დილით გორში დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.

4