ჩგნავორის სალოცავთან, რომელიც ქალაქსა და სოფელ ხულგუმოს შორის ხეობაში მდებარეობს, ორი რკინის კიბეა აშენებული, რათა ხალხმა ჩგნავორთან სალოცავად შეძლოს ჩასვლა, ასევე შენდება ვიწრო გზა. ინიციატორი და ქველმოქმედი სოფელ ხულგუმოდან თუმას ჩივჩიანია, რომელმაც ამას წინათ ხიდი ააშენა, რომელიც სოფელს ქალაქთან აერთიანებს.
5 აგვისტოს ჩგნავორთან ახალი გზის ოფიციალური გახსნა გაიმართა. გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ ხუმგუმოს მოსახლეობა და უბრალო სტუმრები.
ქველმოქმედი თუმას ჩივჩიანი თანასოფლელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მნიშვნელოვნად თვლის.
დღევანდელი დღისთვის ორი რკინის კიბე და პატარა ხიდია აშენებული. ასევე დაურულებელია ვიწრო გზა. ჩივჩიანის თქმით, ვიწრო გზა იქნება ბეტონირებული.
„მოსახლეობისთვის ქვის კლდეებით ჩამოსვლა მოუხერხებელი იყო, ამიტომ კიბეების აშენება გადავწყვიტე და ჩგნავორთან ხალხის მისვლა გავაადვილე. ასევე ავაშენე ბასეინი, რათა ხალხმა იქ ბანაობა შეძლოს, რადგან წყალი მდინარეში ბინძურია და იქ ბანაობა შეუძლებელია, ხოლო ბასეინი სუფთა, წყაროს წყლით არის სავსე„,- თქვა ქველმოქმედმა თუმას ჩივჩიანმა.
თუმას ჩივჩიანს ასევე მთის ძირში სოფლის ახალი სასაფლაოსთვის ადგილის კეთილმოწყობა აქვს დაგეგმილი.
გახსნაზე შეკრებილმა სტუმრებმა ახალი კიბეებით ისარგებლეს, ჩგნავორთან ჩავიდნენ, სადაც ხულგუმოს ეკლესიის ღვთისმსახურმა ლოცვა ჩაატარა.
თუმას ჩივჩიანმა გვაცნობა, რომ გზის კეთილმოწყობის დროს მშენებლებმა მისი ბიძის საფლავის ქვა იპოვეს, რომლესაც მისი სახელი – თუმასი – ერქვა.