აპრილიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მწვავე ვირუსული უაღრესად გადამდები დაავადებები – წითელა და ჩუტყვავილაა გავრცელებული. ვირუსის გამო საბავშვო ბაღები კარანტინისთვის დაიხურა. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან Jnews-ს აცნობეს, რომ ინფიცირების შემთხვევები მცირდება.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა გვაცნობა, რომ შექმნიან მობილურ ჯგუფს, რომელიც ვაქცინაციას ჩაატარებს.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში როგორც წითელას, ასევე ჩუტყვავილას შემთხვევები შემცირდა. სადაც დაავადება გამოვლინდა, გავრცელება შევზღუდეთ. ახლა ჩვენ მობილური ჯგუფის შექმნა გვესაჭიროება, რომელიც ქალაქში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაატარებს. ექთნები კარდაკარ ივლიან, და ამგვარად გაირკვევა, რამდენი ბავშვის ვაქცინაცია მოგვიწევს“, – თქვა მან.

სირანუშმა აღნიშნა, რომ ექთნები ასევე მოივლიან სოფლებს და ყველა გამოტოვებულ აცრას გაუკეთებენ.

მისივე თქმით, თუ დაავადება მსუბუქია, მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ, ამიტომ, შესაძლოა, უფრო მეტი შემთხვევა იყო, მაგრამ არ დარეგისტრირებულა.

„მიუხედავად ყველაფრისა, ისინი აგრძელებენ ერთმანეთის ინფიცირებას, რადგან აგრძელებენ ერთმანეთის მონახულებას და კომუნიკაციას 21-დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლამდეც კი”.

დაავადების საინკუბაციო პერიოდიდან ერთი თვის შემდეგ ბავშვის ვაქცინაცია უკვე შეიძლება.

„ფაქტობრივად, აცრილი ადამიანი თითქმის 95%-ით არის დაცული, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გადაედოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაავადებას ადვილად გადაიტანს, გართულებების გარეშე. ხოლო თუკი ორივე აცრა გაკეთებული აქვს, მაშინ ეს 98%-იან დაცვას იძლევა“, – ამბობს სირანუშ ტონაკანიანი.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ყველას მოუწოდებს აცრის გაკეთებისაკენ, რადგან აცრა მაღალი იმუნიტეტის შენარჩუნებასთან ერთად იცავს.

წითელა – მწვავე ვირუსული, უაღრესად გადამდები დაავადება, რომელიც ხასიათდება მძიმე ინტოქსიკაციით, კატარალური და გამონაყარის სიმპტომებით. ინფექცია გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. წითელა სხვა სამკურნალო ინფექციებისგან განსხვავდება იმით, რომ ის ძალიან გადამდებია. ერთი პაციენტი აინფიცირებს 18-მდე კონტაქტს. წითელას გართულებები ვითარდება დაავადების ძირითად სიმპტომებთან ერთად (ინტოქსიკაცია, კატარალური სიმპტომები, გამონაყარი), ძლიერ სიმძიმეს აღწევს დაავადების ყვავილობის პერიოდში და თანდათან სუსტდება.

ჩუტყვავილა – მწვავე ინფექციური დაავადება, გამოწვეული β-ჰერპესვირუსებით (VZV), გადამდები/გამოწვეული ჰაერ-წვეთოვანი ტიპის 3 გადაცემით, ხასიათდება ცხელებით და მცირე გამჭვირვალე ბუშტუკების განვითარებით კანსა და ლორწოვან გარსებზე.