კარტოფილის როგორი მოსავალი და როგორი მოსავლიანობა იყო სამცხე-ჯავახეთში ბოლო 3 წლის განმავლობაში. რომელი რეგიონებია მოწინავე ე.წ მეორე პურის – კარტოფილის – წარმოებაში.
2023 წელს ქვეყანაში კარტოფილის მწარმოებლურობაში პირველი ადგილი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთს უჭირავს, აქ ძირითადად ზამთრის (მდგრადი) კარტოფილის ჯიშები მოჰყავთ. საქართველოში მეორე ადგილს იკავებს ქვემო ქართლი,სადაც საზაფხულო ჯიშებს თესავენ.
მიმდინარე 2024 წელს კარტოფილის მოსავლის ხელსაყრელი ამინდია. აგრონომების დაკვირვებით, კარტოფილის კარგი მოსავალია მოსალოდნელი.
საქართველოს მასშტაბით, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს 197 300 ტონა კარტოფილი დაითესა. 2023 წლის მოსავლიანობა 12,2 ტონა/ჰა-ს შეადგენდა.
ყველაზე მეტი კარტოფილი სამცხე-ჯავახეთშია მოყვანილი – 129 100 ტ, მოსავლის რაოდენობის მიხედვით ქვემო ქართლია 38 800 ტონა კარტოფილით.
2016 წლიდან 2023 წლამდე სამცხე-ჯავახეთში საუკეთესო მოსავალი 2016 წელს იყო მიღებული – 160 500 ტ, ყველაზე დაბალი მოსავალი 2017 წელს იყო – 103 400 ტ. ყველაზე მაღალი მოსავლიანობა 2021 წელს ფიქსირდება – 16,7 ტ/ჰა, ყველაზე დაბალი 2017 წელს – 9,6 ტ/ჰა.
ქვემო ქართლში ამავე პერიოდში ყველაზე უხვი კარტოფილის მოსავალი 2018 წელს დაფიქსირდა – 47 900 ტ, 2022 წელს ნაკლები კარტოფილი – 35 100 ტ. 2016 წლიდან 2023 წლამდე რეგიონში ყველაზე მაღალი მოსავალი 2020 წელს დაფიქსირდა – 13,8 ტ/ჰა, ყველაზე დაბალი მოსავალი 2017 წელს იყო 9,3 ტ/ჰა.