ევროპული საბჭო გარე საზღვრების დაკეტვას ივნისის ბოლომდე გეგმავს, გვაცნობებს Bloomberg-ი შინაგან საქმეთა ევროკომისარის ილვა იოჰანსონის ინფორმაციით.

ევროპის ბევრი ქვეყნის ხელისუფლება ივნისის ბოლოს შიდა საზღვრების გახსნას დათანხმდა, თქვა მან.

ახლა ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებზე უნდა შეთანხმდეს იმისათვის, რომ ივლისის დასაწყისში ევროსაბჭოს შიდა საზღვრები გახსნას, განმარტა იოჰანსონმა.

ევროსაბჭოს ქვეყნების შიდა საზღვრები ჯერჯერობით, მინიმუმ 15 ივნისამდეა დაკეტილი. ევროკავშირის საზღვრებში ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა მხოლოდ «გადაუდებელი» საქმით არის შესაძლებელი. თუ რომელია გადაუდებელი საქმე, წყვეტს ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული ხელისუფლება, და არა საბჭოს ინსტიტუტები.

მასალა www.apsny.ge-დან