ავიაკომპანია «Airbaltic» ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. «Airbaltic»-ის ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, საქართველოც მოხვდა.

«ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, მისი მონახულება 1 ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის, მოძრაობის შეზღუდვებთან დაკავშირებით, ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული»,- აღნიშნულია სტატიაში.

ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული ტურებისა და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.

მასალა bizzone.info-დან