სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგ ასადოვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკითხება.

სავარაუდოდ, გამოძიებას მასთან კითხვები რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით აქვს, რომელიც 30 მაისს დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. სუს-ის დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.