ახალქალაქში ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.”

ახალქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 ივნისს ქალმა ქმარი დანით დაჭრა, თუმცა, როგორც Jnews-მა გაარკვია, მან ქმარს თავდაცვის მიზნით დაჭრა.მამაკაცის დაზიანებები მძიმე არ იყო.

სამართალდამცველებმა წინასწარი გამოძიების შედეგად მამაკაცი მუდმივი ძალადობისა და ქალის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავეს. სამოქალაქო კოდექსის 126-ე მუხლი ითვალისწინებს ოჯახური ძალადობისთვის დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 2 წლით.