ბათუმში 18-დან 22 ივნისამდე გამართულ ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო მემორიალურ ტურნირზე ორი ახალქალაქელი სპორტსმენი არშაკ ელიზბარიანი და სამველ ღაზარიანი ჩემპიონები გახდნენ და მეტოქეები დაამარცხეს.
ქართველი მწერლისა და სახელმწიფო მოღვაწის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კრივში საერთაშორისო ტურნირზე ბათუმში 21 ქვეყნის ძლიერი მოკრივე შეიკრიბა. 19-დან 40 წლამდე მოკრივეები ერთმანეთს ებრძოდნენ. ტურნირი მეორედ იმართება და ზოგადად საკმაოდ მასშტაბურია, აქ 26 წონითი კატეგორიის მოჭიდავე მონაწილეობს. ტურნირი გოჩა აბაშიძის ორგანიზებით გაიმართა.
80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებში ჩემპიონი სამველ ღაზარიანი გახდა, რომელმაც სომხეთის წარმომადგენელი პოღოსიანი დაამარცხა, ხოლო 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოკრივეთა შორის არშაკ ელიზბარიანმა გაიმარჯვა, რომელმაც ისრაელის მეტოქე დავით ჯანაია დაამარცხა.