2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 21 ივნისამდე დარეგისტრირდა სამი პარტია.
ცესკოში რეგისტრირებული პარტიები:
1. პარტია „საქართველო“ – თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი
2. პარტია “მესამე გზა” – თავმჯდომარე გიორგი თუმანიშვილი
3. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია
იმისათვის, რომ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს, ვალდებულია, მიღებიდან 60 დღის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია, რომლებიც მხარს უჭერენ პარტიის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. პარტიის მხარდამჭერთა საარჩევნო სიას, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსა. საარჩევნო სიის მისაღებად პარტიამ უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო წლის 1 იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
აღვნიშნავთ, რომ წლევანდელი არჩევნები იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
იმ პარტიებს, რომლებმაც აირჩიეს წარმომადგენლები მოქმედ პარლამენტში, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში რეგისტრაციის გარეშე ზემოაღნიშნული სცენარით. ისინი 13 პარტიაა. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ამ პარტიებმა არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით, რომელსაც ხელს აწერს პარტიის ლიდერი(ებ)ი.
ისინი შემდეგი პარტიები არიან.
1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
2. „ლელო საქართველოსთვის“;
3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩი“;
4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“;
5. „ევროპული საქართველო. მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
6. „საქართველოს პატრიოტთა კავშირი“;
7. „გიორგი ვაშაძე – აღმაშენებლის სტრატეგია“;
8. „კანონი და სამართალი“;
9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“;
11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;
12. „სახელმწიფო მოძრაობა ხალხისთვის“;
13. “პროგრესი და სამართლიანობა”