დღეს, 17 ივნისს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ახალქალაქის „აბულსა“ და გაგრის „დინამოს“ გუნდებს შორის მატჩი გაიმართა. თამაში აბულის სასარგებლოდ ანგარიშით 4:1 დასრულდა.
მეტოქის კარში გოლები გაიტანეს “აბულის” გუნდის შემდეგმა მოთამაშეებმა:
აღნიშნულმა გამარჯვებამ „აბულის” გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აიყვანა. გუნდი რეგიონული ჩემპიონატის პირველი ტურის დასრულებამდე ხუთეულში მოხვედრას ცდილობს.
პირველი ტურის დასრულებამდე კიდევ 2 თამაში რჩება, მომდევნო თამაში 24 ივნისს თბილისში, “სპაერი-2” თბილისის გუნდთან გაიმართება. პირველი ტურის ბოლო მატჩი კი 1 ივლისს ჩემპიონატში ლიდერი ხაშურის “ივერიის” გუნდთან გაიმართება.