7-დან 9 ივნისამდე თბილისში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატს Georgia Open 2024 ჩატარდა, რომელშიც 7 ქვეყნის 650 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირში მონაწილეობა ახალქალაქის სპორტული სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.
-53 კგ წონით კატეგორიაში 16-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში ახალქალაქის სპორტული სკოლის მოსწავლემ იულია ავეტისიანმა მე-3 ადგილი დაიკავა.
ტურნირს ესწრებოდნენ მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ქუვეითიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოდან.
ტურნირში 8 ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობდა, ყველა მათგანი სპორტული სკოლის მოსწავლეა. ტრენერი სარგის მარგარიანია.
სარგის მარგარიანი მადლობას უხდის სპორტული სკოლის გუნდს და მერიას.