19-23 თებერვალს ქუთაისში საქართველოს კრივის ჩემპიონატი გაიმართა. ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოკრივეებმა ორი მეორე ადგილი დაიკავეს.
ქუთაისში ჩატარებულ კრივის ჩემპიონატში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 170-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ახალქალაქიდან 8 მოკრივე იყო წარმოდგენილი. საუკეთესო მოკრივეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ “EUBC Junior Men and Women Championships TBILISI 2020” ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 14-25 ივლისს თბილისში გაიმართება.
საქართველოს პირველობაში, ახალქალაქის ახალგაზრდა მოკრივეებმა, გორ აივაზიანმა 46კგ წონით კატეგორიაში და იური ოგანჯანიანმა 60კგ წონით კატეგორიაში, ორივემ მეორე ადგილი დაიკავეს.
სპორტული კომპლექსის დირექტორის, ატომ ელიზბარიანის თქმით, გორ აივაზიანი 2019 წლის ევროპის ჩემპიონი გახლავთ, ხოლო იურიკ ოგაჯანიანი საქართველოს ჩემპიონი იყო. ორივე მოკრივეს ტრენერი გაგიკ ელიზბარიანია.