10 აგვისტოს ახალქალაქის გუნდმა ბუენოს-აირესის საფეხბურთო გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გუნდი აგრძელებს გამარჯვებისკენ სწრაფვას.
დღეს, 11 აგვისტოს, პანსომხური თამაშების მონაწილეებს დასვენებისა და ექსკურსიის დღე აქვთ.
ახალქალაქის ნაკრები პანსომხურ თამაშებზე გამარჯვებით გამოდის. მკლავჭიდის შედეგებით, ახალქალაქის გუნდს უკვე აქვს ვერცხლის მედალი – 8 აგვისტოს, მძიმე ბრძოლაში, საპატიო მეორე ადგილი არმენ კევნაკსიანმა მოიპოვა. სპორტსმენებმა ცურვის შეჯიბრებები გამოტოვეს. ჭადრაკში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ასევე სირბილში ახალქალაქელი სპორტსმენები აგრძელებენ ბრძოლას 2023 წლის პანსომეხთა თამაშებზე საუკეთესო სომეხი სპორტსმენის ტიტულისთვის.