პროფესიის არჩევის საკითხში ბევრი სტუდენტი, რიგ მნიშვნელოვან გარემოებას არ აქცევს ყურადღებას და არასწორ არჩევანს აკეთებს, რაც შემდეგში ახალგაზრდა ადამიანის მომავალზე კონკრეტულ ზეგავლენას ახდენს. ჩვენმა დღევანდელმა გმირმა აირჩია თავისი პროფესია საკუთარი შესაძლებლობების, უპირატესობებისა და პროფესიის მოთხოვნის ხარისხის გაითვალისწინებით, რაც დაეხმარა მას სწორი არჩევანის გაკეთებაში.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი სირთულეებისა, რომელსაც შოთა სახელმწიფო ენის სრულყოფილად არცოდნის გამო აწყდებოდა, მის სფეროში ის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტია, ასევე ცდილობს საუკეთეოს გახდეს მთელ უნივერსიტეტში.
შოთა ოვაკიმიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანიდან არის. დაწყებითი განათლება მან სოფლის სკოლაში მიიღო, შემდეგ „1+4“ პროგრამით ჩაირიცხა და 100%-იანი გრანტი მიიღო, სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს. ის ახლა მე-3 კურსის სტუდენტია, სპეციალიზაციას პროგრამირების სფეროში ღებულობს.
„ბავშვობიდან მიყვარდა და კარგად ვსწავლობდი მათემატიკას, რაც ჩემთვის პროფესიის არჩევის საკითხში სტიმული იყო. ასევე საყურადღებო იყო ის, რომ ყველაზე მოთხოვნადი და თანამედროვე პროფესია 21-ე საუკუნეში – პროგრამირებაა. ვფიქრობ, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან მალე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. გარდა ამისა, არჩეული პროფესიის წყალობით შესაძლებლობა მაქვს ავითვისო და ერთ-ერთმა პირველმა შევიტყო თანამედროვე მსოფლიოს სიახლეები და ცვლილებები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ, როგორც პროფესიის არჩევით, ასევე უნივერსიტეტით“.
სწავლის დროს ჩვენი გმირი რიგ სირთულეს წააწყდა, პირველ რიგში, სახელმწიფო ენის სრულტოფილად არცოდნის გამო. მოსამზადებელი კურსი ონლაინ გაიარა, ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ქართულ ენაზე საუბარი უჭირდა. თავდაპირველი რთული პერიოდის გადალახვის შემდეგ, შოთამ მოახერხა იმ დონის მიღწევა, რომელიც მას რთულად ეჩვენებოდა. დღეს ის უკვე ფლობს სახელმწიფო ენას, სტიპენდიას ღებულობს, თავის სპეციალობაში აკადემიური მოსწრების მხრივ 106,45 ქულით პირველ ადგილზეა და მესამე ადგილზე ფაკულტეტის მასშტაბით.
„თბილისში ჩამოსვლისას თავიდან კომუნიკაციის პრობლემა ვიგრძენი, ასევე ამოცანების კარგად გაგება მჭირდებოდა, რაც ორმაგად რთული იყო, რადგან ინგლისური ენაც არ ვიცოდი. ენობრივი პრობლემების გადალახვის შემდეგ, დღეს ჩემი პოტენციალის სრულად გახსნა შემიძლია. საუკეთესო შედეგი იყო ის, რომ ამ პროფესიის სტუდენტებს შორის პირველ ადგილზე ვარ. Java და C++ პროგრამირების ენებს სრულიად ვფლობ, ასევე ხელოვნური ინტელექტის გახსნის შესაძლებლობისა და მისი სწორი გამოყენების მიმართულებით ჩემი ცოდნის გაღრმავებაზე ვმუშაობ, JavaScript პროგრამას ვსწავლობ”.
უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ შოთა ასევე დაკავებულია თვითგანათლებით და სხვადასხვა პროგრამასა და ღონისძიებაში მონაწილეობს.
„რა თქმა უნდა მხოლოდ უნივერსიტეტის ცოდნის შემოფარგვლა არ ღირს, თვითგანათლებას ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ხანდახან უფრო ეფექტურია. მე ასევე სხვადასხვა პროგრამასა და ღონისძიებაში ვმონაწილეობ, რასაც ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლი”.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, შოთა მის მომავალს დედაქალაქში ან რუსეთში წარმოიდგენს, ჯავახეთში დაბრუნება არ სურს, მიზეზი – პროფესიით მუშაობის შესაძლებლობის არარსებობაა.
„ჯავახეთში არავითარი შესაძლებლობა არ არის, იქ ვერაფერს გავაკეთებ, მომავალს ან დედაქალაქში, ან რუსეთის ფედერაციაში წარმოვიდგენ. სწავლის დასრულების შემდეგ აკადემიის გახსნის გეგმა მაქვს, სადაც ჩემი გუნდით ახალგაზრდებს პროგრამირების ენას შევასწავლი. მომავალი წლიდან აბიტურიენტებისთვის მათემატიკის სწავლასაც ვგეგმავ”.