ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბეჟანო სტუმრებს ხელოვნური ნაგავსაყრელის ხედით „ხვდება“. ნაგავსაყრელი მრავალი წელია არ იწმინდება. ამ სანახაობას არა მარტო სოფელ ბეჟანოს მცხოვრებლები, არამედ მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები აწყობენ.
სოფლის მოსახლეობას ესმის, რომ ნაგვის იქ გადაყრით გარემოს აბინძურებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, ნაგვის გადაყრის სხვა ადგილი არ აქვთ.
ბეჟანოდან მამბრე დემურჩიანი ირწმუნება, რომ ნაგავს ახარისხებს.
„ყოველ ჯერზე, ყოველდღე ერთსა და იმავეს ვამბობ: არის სანაგვე ურნა, ჩაყარეთ მასში ნაგავი, ხოლო გაფუჭებული კარტოფილი, სტაფილო, წითელი ჭარხალი თქვენს მინდვრებში გადაყარეთ. როცა ჩვენს სოფელში ნაგვის ურნების დასაცლელად მოდიან, არ ცლიან, რადგან კარტოფილითა და სტაფილოებითაა სავსე. ჩვენ, მცხოვრებლები, იქ ვყრით, მაგრამ არის ერთი გარემოება: ჯერ ერთი, სოფელში მხოლოდ ორი ნაგვის ურნაა და მეორეც, ძალიან იშვიათად ასუფთავებენ.
უკვე ერთი წელია ნაგავს იქ არ ვყრი, შუშის ბოთლებს ავახრისხებ, დანარჩენს ჩემი ცოლი აგროვებს და წვავს. ხალხი ნაგვის ურნაში ბალახსაც კი ყრის, ხალხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გამოყავით და დაწვით რისი დაწვაც შეიძლება“.
ბეჟანოში ორი ხელოვნური ნაგავსაყრელია: ერთი სოფლის დასაწყისში, მეორე სოფლამდე არ მისული, დაახლოებით კილომეტრის მანძილზე. ამ ნაგავსაყრელებზე ნაგავს არა მარტო ბეჟანოს, არამედ ბალანთას, ჩხაროლას, მოლითასა და ტაბაწყურის მოსახლეობაც ყრის. როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ეს ფენომენი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „კულტურაა“. ახალქალაქისკენ მიმავალ გზაზე ნაგავი ჩანთებით მოაქვთ და იქ ტოვებენ. არის შემთხვევები, როცა მეზობელი სოფლებიდან ნაგავს ღამით ყრიან, რომ ხალხმა არ დაინახოს.
ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლები სოფლის დასაწყისში არსებულ ნაგვის ურნებს ასუფთავებენ.
როგორც ნაგვის ურნაში, ისე მის გარშემო გაფუჭებული სტაფილო და კარტოფილი ყრია. სოფლის მოსახლეობასთან დავინტერესდით, გააფრთხილეს თუ არა, რომ ამ ნაგავის სანაგვე ურნაში არ გადაყრა არ შეიძლება. აღმოჩნდა, რომ საქმის კურსში არიან, მაგრამ იგივეს გაკეთებას აგრძელებენ.
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნაგვის ურნების რაოდენობის გაზრდაა საჭირო. ნაგავი რჩება, არ გააქვთ. ხალხი სირცხვილისგან ხმას არ იღებს, ყველა ფიქრობს, რომ უკმაყოფილო არ იყოს. მთელი სოფლისთვის მხოლოდ ორი ნაგვის ურნაა დამონტაჟებული. მართალია, არ ვამბობ, რომ მოსახლეობა იდეალურია, მაგრამ თუ ბევრი ნაგვის ურნა იქნება, გზაზე ნაგვის გროვა არ იქნება“, – ამბობს სოფელ ბეჟანოს ერთ-ერთი მცხოვრები სევაკი.
სოფლის წარმომადგენლის მარტიროს მარტიროსიანის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ნაგვის ურნების რაოდენობის გაზრდას დაჰპირდა.
„როდესაც სოფელში გზების მოასფალტება დასრულდება, მოთხოვნისამებრ დამონტაჟდება ახალი ნაგვის ურნები, რამდენიც საჭირო იქნება. რაც შეეხება ხელოვნურ ნაგავსაყრელებს, თოვლი დნება და ნაგავი თვალსაჩინო გახდა. სერვისცენტრის დახმარებით ჩვენ აუცილებლად გავასუფთავებთ ამ ტერიტორიებს“, – ამბობს მარტიროს მარტიროსიანი.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა გვაცნობა, რომ ასფალტის დაგების სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ბეჟანოში ნაგვის ურნები დამონტაჟდება.
„სანამ ასფალტის დაგების სამუშაოები დასრულება ახალი ნაგვის ურნებიც გვექნება. წავალთ, დავითვლით რამდენია საჭირო და ამის შესაბამისად დავამატებთ“.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: