ახალქალაქი-კარქახის გზაზე გარემოს სისუფთავის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას. ყოველდღე, ახალქალაქიდან გასვლისას ან კარწახიდან ახალქალაქში შესვლისას, ჩვენ ერთი და იმავე აუტანელი, ანტისანიტარიული პირობების მოწმეები ვხდებით. ახალქალაქის სერვისცენტრიდან გვაცნობებენ, რომ აღნიშნული გზა მათ უფლებამოსილებაში არ შედის, თუმცა, მერის განკარგულებით, აღნიშნული მონაკვეთიდან დროდადრო გააქვთ ნაგავი.

zibil2

ახალქალაქი-კარწახის სახელმწიფოთაშორისო გზაზე ნაგვის გორების ლიკვიდაციისთვის გადადგმული ნაბიჯები დღემდე ვერ იძლევა სასურველ შედეგს, თუმცა სანიტარული სისუფთავის საკითხი როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია, და, მათი თქმით, ამ მიმართულებით პერიოდულად ტარდება სამუშაოები, მაგრამ შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელი არა.

ახალქალაქის მერიის სერვისცენტრი წელიწადში ერთ ან ორჯერ ატარებს შაბათობას და ტერიტორიას დაგროვებული ნაგვისგან ასუფთავებს. 2023 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა ტერიტორია მოასუფთავეს, მაგრამ უშედეგოდ.

„გასულ წელს თქვენს მიერ ნახსენები გზის ნაპირები ორჯერ გავასუფთავეთ, მაგრამ ეს არ არის პრობლემის მოგვარება. საქმის კურსში ვარ, რომ ახალქალაქი-კარწახის პრაქტიკულად მთელ სიგრძეზე შეინიშნება დაგროვებული ნაგავი, მაგრამ ჩვენ ამჟამად ამ მონაკვეთიდან ნაგავის გატანის განკარგულება არ მიგვიღია. საქმე იმაშია, რომ ამ გზის მომსახურება ჩვენს ვალდებულებაში არ შედის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მას მერის განკარგულებით ვასუფთავებთ“,- თქვა ახალქალაქის მერიის სერვისცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა.

zibil3

სატრანზიტო სატვირთო მანქანების მძღოლები ყველგან ნაგავს ყრიან, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ.

საქმე იმაშია, რომ ამჟამად გზის პირას დაგროვებული ნაგვის დასუფთავება ნაგვის პრობლემას არ აგვარებს. თუკი ნაგავი რეგულარულად არ იქნება გატანილი, ხოლო ამას თვეში ერთხელ-ორჯერ ან წელიწადში ერთხელ-ორჯერ კეთდება, გასაგებია, რომ ნაგვის პრობლემა აქტუალური იქნება მუდმივად.

zibil4

zibil1

ახალქალაქი-კარწახის გზა კომპანია „ჯავახავტოგზას“ დაქვემდებარებაში იმყოფება. თუმცა, კომპანიის დირექტორის თქმით, ტერიტორიის ნაგვისგან დასუფთავება მათ ვალდებულებაში არ შედის და ნაგავს ყოველდღე ვერ გაასუფთავებენ.

„ეს მართალია, რომ გზა ჩვენს პასუხისმგებლობაში შედის, მაგრამ ჩვენი ამოცანა — გზის გასწორება და გაუმჯობესებაა, და არა ნაგვის შეგროვება. ჩვენ ყველა მანქანის უკნიდან ვერ გავსუფთავებთ. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დააწესონ კონტროლი, ერთი-ორი დააჯარიმოს, რომ არ დაანაგვიანონ“,- გვაცნობეს კომპანია „ჯავახავტოგზადან“.

ახალქალაქი-კარწახის გზაზე გავლისას, გაფიქრებინებს, რომ ნაგავი წლების განმავლობაში არ სუფთავდება: ყველგან ყრია შუშის და პლასტმასის ბოთლები, საკვების ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები…

zibil5

რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში გაურკვეველ ადგილებში ნაგვის გადაყრისათვის არ სჯიან, არავითარი გარანტია არ არის, რომ ნაგვის გატანის შემდეგ აღნიშნული მონაკვეთი კვლავ იქცევა ნაგავსაყრელად.