ახალქალაქში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს, მეორე მსოფლიო ომის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, საბჭოთა კავშირის გმირის ვაჩაგან ვანციანის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ახალქალაქში უკვე მესამე წელია დღესასწაული ვეტერანთა გარეშე აღინიშნება, რადგან ცოცხლები აღარ არიან.
9 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ახალქალაქის მერიასთან შეკრებილი საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, ხელმძღვანელები და რიგითი მოქალაქეები ყვავილებით ქალაქის ტანსაცმლის ბაზრობის მოედანზე მდებარე საბჭოთა კავშირის გმირის ვაჩაგან ვანციანის ძეგლთან მივიდნენ.
ფოტო Jnews-ის არქივიდან, 2015
წელი
ვანციანის ძეგლი ყვავილებით შეამკეს საქართველოს პარლამენტის წევრმა სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირციანმა, საკრებულოს დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ფოტო Jnews-ის არქივიდან, 2016
წელი
უკვე მესამე წელია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამარჯვების დღე ვეტერანების გარეშე აღინიშნება. უკანასკნელად დიდი სამამულო ომის ვეტერანები ვანციანცის ძეგლთან 2020 წელს იყვნენ. იმ დროს მუნიციპალიტეტში 4 ვეტერანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ფოტო Jnews-ის არქივიდან, 2018
წელი
„ამ ომის დროს ჩვენი რეგიონიდან ბევრი დაიღუპა, სამწუხაროდ, იმ ომის მონაწილე ვეტერანები აღარ არიან ცოცხლები, ყველას წინაშე, ვინც იბრძოდა, ქედს ვიხრით. ომი ბოროტებაა. სამწუხაროდ შუში დავკარგეთ, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეს შუშის გამარჯვებას აღინიშნავდნენ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს იყო გამარჯვება, ბევრი იბრძოდა და დაიღუპა, ჩვენი თანამემამულეები სომხეთიდან, სომხეთის მოქალაქეები, ალბათ, ჩვენი რეგიონიდანაც იყვნენ. მარადიული ხსოვნა მათ”,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ჰამლეტ მოვსისიანმა.
ფოტო Jnews-ის არქივიდან,
2019 წელი
ფოტო Jnews-ის არქივიდან 2018 წელი
ფოტო Jnews-ის არქივიდან, 2015 წელი