სოფელ თირკნაში წყალმომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული და მისი მოგვარების პერსპექტივა ჯერ არ არის.
სოფელ თირკნაში სულ რაღაც 20 ოჯახი ცხოვრობს, სოფელი ელემენტარული პირობების არარსებობის გამო ცარიელდება. თირკნაში ყველა სახლს საკუთარი ჭა აქვს, ხოლო თუ არ აქვს – ხალხი მეზობლის ჭით სარგებლობს. წყალს ტუმბოებით ქაჩავენ, წელიწადში იწვება ან გამოსაცვლელია 3-4 ტუმბო, რაც დაახლოებით 400 ლარს შეადგენს. ამჟამად მცხოვრები თაობა ამ პრობლემით დაიბადა და დღემდე ვერ მოესწრო მის მოგვარებას.
Jnews-მა ეს საკითხი ბოლოს ნახევარი წლის წინ წამოაყენა. მაშინ სოფლის მოსახლეობამ აგვიხსნა, რომ სოფლის წყალმომარაგება სოფელ გომანის ბასეინზეა დამოკიდებული. იმ მომენტისთვის ბასეინი მზად იყო, თუმცა ექსპლუატაციაში არ იყო გაშვებული, რადგან საფარის რემონტი ესაჭიროებოდა.
ამჯერად გომანის ტეროტორიალური ოლქის დეპუტატმა ჰამლეტ მოვსისიანმა, რომელშიც სოფელი თირკნაც შედის, Jnews-თან საუბარში თქვა, რომ პრობლემა მათზე კი არ არის დამოკიდებული, არანედ ბუნებრივ პირობებზე.
„გომანის ბასეინი მზად არის, მაგრამ ჩართული არ არის, აზრი არ აქვს ჩართვას, რადგან წყალი არ არის. წყალი ოლავერდიდან მოდის, საკმარისი არ არის. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ეს ბუნებრივი პრობლემაა, წყალი არ არის და მორჩა”,- კომენტარი გააკეთა მან.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს სოფელ თირკნას წყალმომარაგებისთვის 73 000 ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული, თუმცა წყალმომარაგების პროექტი არ განხორციელებულა. 2019 და 2020 წლებში “სოფლის მხარდაჭერის” პროფრამის სახსრებით 16 000 ლარად და ბიუჯეტიდან 40 000 ლარად აშენდა ბასეინი, რომელიც სხვა ბასეინის (სოფელი გომანი) წყლით უნდა ავსებულიყო, მაგრამ ამ ბასეინშიც არ არის წყალი.
სოფელ თირკნას ვითარება საგანგაშოა – სოფელი “გამქრალებს” მიეკუთვნება, მისი მცხოვრებლები რუსეთში ემიგრაციაში არიან, სოფელში ახალგაზრდები თითქმის არ არიან, სოფელს სტუდენტებიც კი არ ჰყავს. ბავშვები სკოლაში სოფელ ზაკში დადიან, ხოლო საბავშვო ბაღში სოფელ ბარალეთში.