სოფელ თირკნაში წყალი არ იყო და, არც არის, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის განმავლობაში 56 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. სოფლის წყალმომარაგებისთვი აუზი აშენდა, მაგრამ წყალი აუზშიც არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თირკნას მოსახლეობა წყალს ძველი, ტრადიციული გზით იღებს. ეზოებში ჭები ამოთხარეს. ვიღაც ამას ძველი ხერხით აკეთებს, ხოლო ვიღაცას ელექტროსატუმბი აქვს. ზოგიერთ მცხოვრების ჭა ამოშრა, ისინი მეზობლების ჭას იყენებენ.
სოფლის მოსახლეობამ ეს ვიდეო Jnews-ს 3 წლის წინ გაუგზავნა, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა, მიუხედავად ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარის დახარჯვისა.
სოფლის მცხოვრებ იურიკ კირაკოსიანის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას.
“ბევრჯერ მივმართეთ, ისინი ყოველთვის გვაიმედებენ და სახლში გვგზავნიან. შარშან უნანიანმა (ახალქალაქის მერმა) პირობა დადო, მაგრამ არ შეასრულა. წელს 3-ჯერ ვიყავით უნანიანთან. მან ვიღაცას მოსვლა და ნახვა დაავალა, მათ ნახეს, თქვეს, რომ ფული სჭირდებოდათ. აუზი ააშენეს, მაგრამ წყალი არ არის. აუზში წყალი რომ ყოფილიყო, შეგვეძლო თვითონ მოგვეწყო წყალმომარაგების სისტემა და სოფლის ცენტრში წყალი გაგვეყვანა, ხოლო იქიდან ყველა საკუთარ სახლში გაიყვანდა. ვნახოთ, არჩევნებია წინ, ისინი, ალბათ, რაღაცას მოიფიქრებენ “, – თქვა იურიკ კირაკოსიანმა.
სოფელი თირკნაში 25 ოჯახი ცხოვრობს. სოფელი მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობას ეწევა. მოსახლეობის თქმით, 8 ოჯახის ჭა ამოშრა, დანარჩენ ჭებში წყალი შემცირდა. სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი გომანის მხრიდან წყალმომარაგებაა, რადგან სოფელ სამსარიდან მანძილი დიდია.
ჯერ კიდევ 2018 წელს, 73 000 ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული სოფელ თირკნას წყალმომარაგებისთვის, თუმცა წყალმომარაგების პროექტი არ განხორციელებულა. 2019 და 2020 წლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სახსრებიდან 16 000 ლარად და ბიუჯეტიდან 40 000 ლარად, აშენდა აუზი, რომელიც სხვა აუზიდან (სოფელი გომანიდან) უნდა ავსებულიყო წყლით, თუმცა ამ აუზში წყალი არ არის. რა არის ამის მიზეზი, Jnews-ი შეეცდება გარკვევას.
“უკვე ორი წელია რაც ჩემი ჭა დაშრა, არც ერთი გრამი წყალი არ არის. მეზობლის ჭას ვიყენებ, მაგრამ, რამდენი წყალი ვზიდო საჭიროებისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ და ასე ყოველდღე, წელს. შარშან, აუზი აშენდა, ჩემი ქმარი იქ მუშაობდა, შემდეგ სამი მიმართულებით სოფელში წყალმომარაგების სისტემა უნდა მოგვეწყო. იქიდან ჩვენს სახლებში გავიყვანდით, მაგრამ მოვსისიანმა თქვა, რომ ოლავერდში წყალი დაშრა და წყალს არ გვაძლევენ”, – ამბობს გიულნარა მკრტჩიანი.
მარია სარგისიანი და მისი ორი მეზობელი იგივე ჭას იყენებენ. ერთმა მეზობელმა დატოვა სოფელი, ახლა მის ჭას ორი ოჯახი იყენებს. მისი თქმით, ჭა 16 მეტრის სიღრმეზეა.
“წყალი ჩვენს ჭაში შემცირდა. თუ ელექტროენერგია არ არის, ხელით ვიღებთ, ისე ძრავი დავაყენეთ, ვტუმბავთ. არც სასმელი წყალი გვაქვს და, არც სარწყავი. გომანელებმა თქვეს, რომ თუ მოგცემთ, წყალი საკმარისი არ გვექნებაო “, – თქვა მარია სარგისიანმა.
საკრებულოს ტერიტორიული ცენტრის მხრიდან ზაქის დეპუტატმა, ჰამლეტ მოვსისიანმა თქვა, რომ აუზში წყალი არ არის, რადგან ოლავერდში წყალი ნაკლებია. მოვისისიანი ამ საკითხის გადაწყვეტას ახალი აუზის აშენებაში ხედავს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სახსრებით ავაშენებთ კიდევ ერთ აუზს, 20-30 მეტრის დაშორებით და მილებს მივაერთებთ დიდ აუზს. ოლავერდეშიც 2 თვის განმავლობაში წყალი არ იყო, შემცირდა. წყალი ორი მილით უნდა ჩავიდეს დიდ აუზსში, რომ საკმარისი მაინც იყოს”,- ამბობს ჰამლეტ მოვსისიანი.
კითხვაზე, მოაგვარებს თუ არა ეს სოფელ თირკნას პრობლემას, გვიპასუხა: – ”ალბათ, მოაგვარებს, თუკი აუზსში წყალი უფრო მეტი იქნება, მათაც შეხვდებათ”.
სოფელ თირკნას მოსახლეობა უკვე სერიოზულად ფიქრობს წყლის ტრანსპორტირებისთვის ვირებისა და ცხენების ყიდვაზე.
სოფელ გომანს სასმელი წყალი ტუმბოს გარეშე ექნება