29 აპრილს, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის” მხარდასაჭერად მიტინგი მოაწყო, გავრცელებული ინფორმაციით, ხალხის უმეტესობას მონაწილეობისთვის თანხა შესთავაზეს. Jnews-მა ამის დამადასტურებელი სანდო წყარო ვერ იპოვა, თუმცა ამის ნათელი დასტურია ის, რომ Jnews-ის ორ თანამშრომელს ფულით მიტინგში მონაწილეობა შესთავაზეს.
მიტინგზე, წინა დემონსტრაციებისგან განსხვავებით, მონაწილეთა უმეტესობა რეგიონებიდან, მათ შორის ჯავახეთიდან იყო მოსული. მიუხედავად მმართველი პარტიის წარმომადგენლების არაერთი განცხადებისა, რომ არავის აიძულებდნენ აქციაში მონაწილეობას და ყველა დამსწრე მხოლოდ საკუთარი ნებით იმყოფებოდა, ბევრი მონაწილე აცხადებს, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღო მათი ნების საწინააღმდეგოდ.
ინციდენტი Jnews-ის ჟურნალისტთან მიტინგამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, როდესაც მას მესინჯერით დაუკავშირდა ნაცნობი, საჯარო სექტორის თანამშრომელი და ფულის სანაცვლოდ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეობა შესთავაზა, ასევე შესთავაზა სხვა ადამიანების წაყვანა, რომლებსახ ასევე დააფინანსებდნენ. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სთხოვა განემარტა, მართლა სთავაზობდნენ თუ არა ფულის სანაცვლოდ დემონსტრაციაში მონაწილეობას, თანამშრომელმა შეცვალა შეთავაზების ფორმულირება და თქვა, რომ თანხა მხოლოდ საკვებისთვის გამოიყოფოდა.
ბუნებრივია, Jnews-ის ჟურნალისტმა შეთავაზებაზე უარი თქვა, რაზეც ის განაწყენდა. თუმცა, ამ ინციდენტის საფუძველზე გადავწყვიტეთ საზოგადოებრივი გამოკითხვის ჩატარება, რათა ასეთი წინადადებების მასშტაბები გაგვერკვია. ჩვენ დავუკავშირდით ხალხს, ვინც დღეს რაიონებიდან დედაქალაქში ჩავიდა და აქციაში მიიღო მონაწილეობა. მათი უსაფრთხოებისა და ანონიმურობის უფლებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გავამხელთ მათ ვინაობას.
ამგვარად, ჩვენთან საუბარში მონაწილეები ძირითადად აცხადებენ, რომ მათთვის გაცემული თანხის ოდენობა 30-35 ლარია, მგზავრობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა და მონაწილეთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს რა არის მიტინგის მთავარი მიზანი. ზოგიერთ სოფელში 25 ლარი შესთავაზეს.
Jnews-ი აგრძელებს გამოძიებას.