26 აპრილს, საკრებულოს დეპუტატებმა 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მეოთხე ცვლილება დაამტკიცეს. ცვლილებების თანხამ 363 136 ლარი შეადგინა. სხდომის დღის წესრიგში კიდევ ორი საკითხი იყო, რომლებიც დეპუტატებმა მოიწონეს.
ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, თანხები გამოიყო:
დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სია, რომლებსაც გასაყიდად აუქციონზე გამოიტანენ.
დღის წესრიგის მესამე საკითხი ეხებოდა ცვლილებებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ამორტიზებული არაფინანსური აქტივების ჩამოწერის წესისა და რეალიზაციის წესის შესახებ”.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები მოადგილეებს მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა კარენ მერგელიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა და ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციულ-იურიდიულ საკითხთა იურიდიული სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მანველიანმა გააცნეს.