სოფელ კოკიოში ფეხბურთის მემორიალური ტურნირი გაიმართა, რომელიც სოფლის მცხოვრებლების ნორიკ გალსტიანისა და ჰაიკ ნაჰაპეტიანის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირი 20 აპრილიდან 23 აპრილამდე გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული სოფელ იხტილას გუნდი გახდა.

futbol2

ახალგაზრდებმა სოფლის მცხოვრებთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მოაწყვეს. გალსტიან ნორიკი 28 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, ჰაიკ ნაჰაპეტიანი კი 47 წლის. ფეხბურთის ტურნირი სოფელ კოკიოს მცხოვრებლებმა და რუსეთში მცხოვრებმა თანასოფლელებმა დააფინანსეს.

პირველობაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების 20 ფეხბურთის გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეობას იღებდნენ გუნდები სოფელ კორხიდან, აზავრეთიდან, ხანდოდან, აგანადან, ვარევანიდან, კოთელიადან და სხვა. ფინალური მატჩი  23 აპრილს გაიმართა. ფინალში სოფრლ იხტილას, ვარევანისა და კარტიკამის გუნდები გავიდნენ. პირველი ადგილი სოფელ იხტილას გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი ვარევანის, ხოლო მესამე ადგილი სოფელ კარტიკამს ერგო.

გამარჯვებული გუნდები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

futbol1